„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 67/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016588
67/ნ
14/06/2013
ვებგვერდი, 14/06/2013
430190000.22.022.016588
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №67/ნ

2013 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) ამ პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების:

ნ.ა) ელექტრონული ფორმით, ცენტრის მიერ განსაზღვრული სპეციალური პროგრამის გამოყენებით, შევსებას (თითოეული საგნის შესაბამისად) 2013 წლის 5 ივნისამდე, ასევე 2013 წლის 17 და 18 ივნისს უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ნ.ბ) სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდის გაკეთებას, ამონაბეჭდის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაგზავნას 2013 წლის 20 ივნისამდე უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ნ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაგზავნილი დოკუმენტების ცენტრისთვის გადაგზავნას 2013 წლის 21 ივნისის ჩათვლით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრი;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი