დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №951 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 601 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016194 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №951 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 120010000.22.026.016162, 06/12/2012) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფების) დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებზე/დაწესებულებებში და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“. 2. მე-7 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ს) კომპეტენციის ფარგლებში, დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა გადაყვანა, აგრეთვე სამხედრო პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დანაშაულის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა;“. 3. მე-7 მუხლს დაემატოს ,,ფ1’’, ,,ფ2’’ და ,,ფ3’’ პუნქტები შემდეგი რედაქციით; ,,ფ1) კომპეტენციის ფარგლებში ჩასატარებელი სპეციალური ღონისძიებების განხორციელება; ფ2) იარაღისა და საბრძოლო მასალების ესკორტირება საგანგებო მდგომარეობის დროს; ფ3) მინისტრის ან/და გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული ცალკეული ობიექტების დაცვა.’’. 4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) დაცვის მთავარი სამმართველო;“; ბ) „თ“ და ,,ი’’ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 5. მე-12 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს ,,ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ბ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ფოტო-, კინო-, ვიდეო- და აუდიოგადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, შემთხვევის ადგილზე კვალთა ფიქსირება-ამოღება, აგრეთვე ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;’’; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. დაცვის მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) მინისტრისა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ პირთა დაცვისა და პირადი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა; გ) დაცვის და უსაფრთხოების ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად, დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტებზე, მონახულების ობიექტებსა და გასამგზავრებელ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესწავლა; დ) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და კონტროლირებად ტერიტორიაზე ავტომანქანების, სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების დაშვების რეჟიმის განხორციელება-კონტროლი; ე) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის კონტროლირებად ტერიტორიაზე და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაცვის ღონისძიებების განხორციელება და საყარაულო წესდების შესრულება; ვ) გაერთიანებული შტაბის ქვედანაყოფების პირად შემადგენლობაზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების სწორი შენახვა და მიღება-გაცემის უზრუნველყოფა.’’; დ) მე-12 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები