დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 602 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016195 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანებით (სსმ III, 24.06.2009, N77, მუხ. 838) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.მე-5 მუხლის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება და ანალიზი; ვ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის დაგეგმვა, კოორდინაცია და განვითარების მხარდაჭერა.” 2.მე-5 მუხლს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,თ) სამხედრო ძალების რეზერვის და მობილიზაციის მართვის ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში.'. 3. მე-6 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) რეკრუტების, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვა სამხედრო უწყებიდან გადმოსულ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა მიღებისა და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; გ) სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის (შეფასებების) საფუძველზე, მათი თანამდებობრივი გადადგილების (განაწილების), დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;”. 4. მე-6 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) რიგითთა, კაპრალ-სერჟანტთა, ოფიცერთა და სამოქალაქო პირთათვის პირველადი, მორიგი (მათ შორის, ვადამდე) სამხედრო წოდებების კანონმდებლობის შესაბამისად მისანიჭებლად სათანადო მასალებისა და ბრძანების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;” ბ) „თ“ და ,,ი” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) სამხედრო მოსამსახურეთა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე სამოქალაქო პირთა პირადი საქმეების წარმოება, მათი სტატისტიკური და პერსონალური აღრიცხვა; ი) სამხედრო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინებისათვის სათანადო სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება;” გ) „კ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის (პლასტიკური) მოწმობების და ჟეტონების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება;' ე) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,რ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;”. 5.მე-6 მუხლს დაემატოს „უ“, „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,უ) სამხედრო ძალების რეზერვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, შესწავლა და რეზერვის კატეგორიების დაკომპლექტების დაგეგმვა; ფ) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;' ქ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამობილიზაციო გეგმებისა და დოკუმენტაციის ფორმების, სახელმძღვანელო ნორმატიული აქტების შემუშავება; ღ) სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის მართვის სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის საორგანიზაციო და ნორმატიული ბაზის ცვლილებების პროექტების შემუშავება.”. 6.მე-12 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელს აწერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისაღები (დასაქირავებელი), სამხედრო სამსახურის გავლის და სასწავლებელში ჩარიცხულ/წარსაგზავნ პირადი შემადგენლობის ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს);”. 7.მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) დაკომპლექტების სამმართველო; ბ) პირადი შემადგენლობის კარიერული დაგეგმვისა და მართვის სამმართველო; გ) საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო; დ) ადმინისტრაციული სამმართველო; ე) რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო.” 8.მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 14. 1. დაკომპლექტების სამმართველო, მასში შემავალი სახმელეთო ჯარების დაკომპლექტების განყოფილების და გაერთიანებული შტაბის დაკომპლექტების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს: ა) გაერთიანებული შტაბის და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის სახმელეთო ჯარების, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო პირთა დროული დაკომპლექტების უზრუნველყოფას; ბ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან (გაწვევა, დანიშვნა, კონტრაქტის გაფორმება, გადაადგილება, მოვალეობის დაკისრება, სამსახურებრივი მივლინება, წოდების მინიჭება, უფლებამოსილების შეჩერება, კადრების განკარგულებაში გადაყვანა, დათხოვნა, გათავისუფლება) დაკავშირებით; გ) სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შესაბამისი კონტრაქტების (ხელშეკრულებების) გაფორმების უზრუნველყოფას; დ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დაკომპლექტების საკითხების ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს; 2. პირადი შემადგენლობის კარიერული დაგეგმვისა და მართვის სამმართველო, მასში შემავალი პირადი შემადგენლობის განათლების მართვის განყოფილების, შერჩევის საბჭოების უზრუნველყოფის განყოფილების, პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების განვითარების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავებასა და გატარებას; ბ) სამხედრო მოსამსახურეთა გადანაწილების, დაწინაურების, მათი კარიერული და პროფესიული ზრდის დაგეგმვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფას. თანამდებობათა სამუშაო აღწერის ფორმების შემუშავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და მათ სისტემატურ დახვეწას; გ) სასწავლო კურსებზე და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების შერჩევის ღონისძიებების უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენას და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას; დ) სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობას; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების ზედამხედველობას; ვ) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების დაგეგმვასა და მათ პროცედურულ უზრუნველყოფას; ზ) პირადი შემადგენლობის შენარჩუნების ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სათანადო მოხსენებებისა და წინადადების მომზადება-წარდგენას; თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას იღებს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამოყალიბებაში; ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასანერგად შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო წესების, ინსტრუქციების ჩამოყალიბებას, შესაბამისი სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელების კონტროლს; კ) ნატო-სთან თანამშრომლობის გეგმებით სამხედრო პერსონალის კუთხით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების დაგეგმვას, აღსრულებასა და კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში; ლ) პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების ნატო-სთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების მომზადებასა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას; მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის კოდების განსაზღვრას, მათი მინიჭებისა და აღრიცხვისათვის საჭირო პროცედურების მომზადებას. 3. საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი საორგანიზაციო-საშტატო განყოფილების და დისლოკაციის აღრიცხვის და შეიარაღების განსაზღვრის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს: ა) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე სახეობის, ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის წინადადებების შემუშავებას; ბ) საშტატო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადებასა და წარდგენას დასამტკიცებლად; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავებასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფას; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციების ადგილების აღრიცხვასა და კონტროლს. ქვედანაყოფების ბეჭდების და ლუქების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას; 4. ადმინისტრაციული სამმართველო, მასში შემავალი ადმინისტრაციული და საქმისწარმოების განყოფილების, პირადი საქმეების აღრიცხვისა და უზრუნველყოფის განყოფილების, მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფის განყოფილების და სოციალურ საკითხთა და დაჯილდოების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს: ა) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას; ბ) დეპარტამენტში წარმოებული (საწარმოებელი) წიგნების, ჟურნალების, საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვას, წარმოებაზე კონტროლსა და დადგენილი წესით შენახვას; გ) მოქმედ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავების, აღრიცხვაზე აყვანისა და შენახვის უზრუნველყოფას; დ) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების გადამოწმებასა და შესაბამის ორგანოებში სათანადო სამსახურების მეშვეობით გადაგზავნის უზრუნველყოფას; ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების (რომელთაც არ გააჩნიათ საკადრო სამსახური) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურების შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად; ვ) დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ქონების აღრიცხვასა და კონტროლს; ზ) დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის გეგმის შემუშავებას და დაზუსტებას; თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის და საორგანიზაციო სტრუქტურების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და სისტემატიურ განახლებას; ი) ინფორმაციის პერიოდულ ანალიზს, ტენდენციების დადგენასა და წინადადებების მომზადება-წარდგენას; კ) ქვედანაყოფებიდან პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ სათანადო პერიოდული მოხსენებების მიღებასა და დამუშავებას; ლ) პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მონაცემთა მოხსენებების სისტემების შემუშავებას, დახვეწასა და მათი მართვისა და კონტროლის განხორციელებას; მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და ჟეტონების დამზადებას, აღრიცხვიანობასა და გაცემის ორგანიზებას; ნ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში; ო) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშებასა და სათანადო საბუთების მომზადებას; პ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს; ჟ) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა უწყებრივი მედლებითა და სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადებას. 5. რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი რეზერვის დაგეგმვის განყოფილების და მობილიზაციის დაგეგმვის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს: ა) რეზერვის პირადი შემადგენლობის აღრიცხვასა და დაგეგმვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას; ბ) რეზერვის პირადი შემადგენლობის სტანდარტების დადგენას, შეფასებას, როტაციის დაგეგმვას; გ) მატერიალურ–ტექნიკური რეზერვის აღრიცხვას, დაგეგმვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას; დ) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვას; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში, სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას; ვ) სამობილიზაციო ბრძანებების, დოკუმენტთა ფორმების, საინსტრუქციო ნორმატიული აქტების შემუშავებას; ზ) სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას, საქართველოს სინამდვილეზე ადაფტირებას და შესაბამისი საორგანიზაციო და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების შემუშავებას.”. 9. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები