დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016589 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ( სსმ, №168, 28/11/2007) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:
ა) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 62-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, ემერიტუსის წოდების მქონე პირს მიეცემა ანაზღაურება, რაც მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობიდან გასული ემერიტუსისათვის შეადგენს 625 ლარს, ხოლო სრული პროფესორის თანამდებობიდან გასული ემერიტუსისათვის – 1250 ლარს.”; გ) 62-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა.”; დ) 65-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. უნივერსიტეტის პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით.”; ე) 66-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ადმინისტრაციული ან/და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;”; ვ) 66-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) ერთი და იმავე სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება;”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები