„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.038.016205
198
31/07/2013
ვებგვერდი, 31/07/2013
010320030.22.038.016205
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №198

2013 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებით (სსმ III, 07.07.2009 წ., № 84, მუხ. 897) დამტკიცებული წესის დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 2

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები

  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატი

1. მინისტრი – იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი.

2. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – იუსტიციის გენერალ-მაიორი.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და მისი მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

5. მინისტრის მრჩეველი,  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩეველი,  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, გამომძიებელი, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე   – იუსტიციის მაიორი.

6. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სპეციალისტი და  სპეციალისტი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და  სპეციალისტი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ინსპექტორი– იუსტიციის კაპიტანი.

7. დაწესებულების მთავარი ექიმი და დაწესებულების  მთავარი ექიმის მოადგილე – იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკი.

8. განყოფილების უფროსი ექიმი,  ლაბორატორიის უფროსი – იუსტიციის მაიორი.

9. ექიმი – იუსტიციის კაპიტანი.

10. ფსიქოლოგი -  იუსტიციის კაპიტანი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი