დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 442 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 14/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016819 |
442
14/06/2013
ვებგვერდი, 14/06/2013
040030000.08.002.016819
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №61, მუხ. 537) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“; |
ბ)
ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).“; |
გ)
ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 პუნქტი; |
დ)
ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა; ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.“. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დებულება. |
3.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები