საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 020080070.22.023.016169
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
18/06/2013
ვებგვერდი, 19/06/2013
020080070.22.023.016169
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/06/2013 - 02/02/2015)

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №44

2013 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 581 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი“ (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).
3. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმები:
ა) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3);
ბ) დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4).
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე

დანართი 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების შევსების ზოგად წესს.
მუხლი 2
ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებებს ადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი).

თავი II
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმების შევსების წესი

მუხლი 3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის არსებობისას.
მუხლი 4
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემვსებთან, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
მუხლი 5
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №2) აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში _ მისი სახელწოდება, საინდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა სახელი, გვარი და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება; არსებობის შემთხვევაში მითითება კეთდება ჩამორთმეული და დალუქული ნივთებისა და დოკუმენტების შესახებ, ასევე საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.         
მუხლი 6
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმის არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირი. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
მუხლი 7
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განმხილველ, ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3) და დადგენილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4) აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა; ნორმატიული აქტის მითითება, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი და სამართალდამრღვევი, თარიღის მითითებით, ხოლო თუ დადგენილების ასლი იგზავნება ფოსტის საშუალებით, კეთდება სათანადო ჩანაწერი.

დანართი 2

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი

ზედამხედველობის დეპარტამენტი

ოქმი №

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ

____________________________                                                                ____________________________

      ოქმის შედგენის ადგილი                                                                                                თარიღი

_________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი

______________________________________________________________________________

სამართალდამრღვევი ______________________________________________________

_________________________________________________________________________________

(მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი №, საცხოვრებელი ადგილი;

________________________________________________________________________________

იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი,

______________________________________________________________________________

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები)

გამოვავლინე, რომ

______________________________________________________________________________

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)

_______________________________________________________________________________

რაც  არის  საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის

______________________________________________________________________ დარღვევა.

                                                               (მუხლი ან/და მუხლის ნაწილი) 

სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება:

______________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

მოწმეებს (მათი არსებობის შემთხვევაში) განემარტათ თავიანთი უფლება-მოვალეობები, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 256-ე მუხლით.

________________________________________________________________________________

მოწმის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი

______________________________________________________________________________

ჩამორთმეულ და დალუქულ იქნა შემდეგი ნივთები და დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

_____________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

მოწმეები (თუ ისინი ესწრებიან): __________________

                                                                                (ხელმოწერა)

                                                                        __________________

                                                                               (ხელმოწერა)

ოქმის შემდგენელი: ________________________________________

                                                                           (ხელმოწერა)

სამართალდამრღვევი: ________________________________________

                                                   (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა)

ოქმის ერთი პირი მივიღე: ____________________________________

                                                          (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)

დამკვეთი: ________________________________________________________________________

დამამზადებელი: __________________________

რეგისტრაციის № ______________________ .

დანართი 3

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი

ზედამხედველობის დეპარტამენტი

დადგენილება №

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

 ____ _______________ 20       წ.                          ____________________________

                                                                                                              დადგენილების გამოტანის ადგილი 

_________________________________________________________________________________

დადგენილების გამომტანი თანამდებობის პირის დასახელება

____________________________________________________________________________

განვიხილე მასალები სამართალდამრღვევის

__________________________________________________________________________

(მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი №, საცხოვრებელი ადგილი;

________________________________________________________________________________

იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი,

________________________________________________________________________ მიერ

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები)

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ____________________________ დარღვევის შესახებ                                                                                           (მუხლი, მუხლის ნაწილი)

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

_______________________________________________________________________________

(სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი)

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

ზემოაღნიშნულის საფუძველზე ვიხელმძღვანელე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, 222-ე, 266-ე-268-ე, 271-ე-273-ე მუხლებით და

  დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :

1.________________________________________________________________________________

სამართალდამრღვევი პირის დასახელება

დაედოს ადმინისტრაციული სახდელი

__________________________________________________________________

ადმინისტრაციული სახდელის სახეობა, ოდენობა

_________________________________________________________________________

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში: ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ - ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა, ხოლო სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ - ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგ საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; დადგენილება ძირითადი და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულად დადების შესახებ მომჩივნის სურვილით შეიძლება გასაჩივრდეს „ძირითადი ან დამატებითი სახდელის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული წესით“; საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე.

 3. ჯარიმა შეტანილ უნდა იქნეს

_______________________________________________________________ ანგარიშზე.

4. _______________________________________________________________________________

ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი

_________________________________________________________________________________

5. დადგენილების გამომტანი თანამდებობის პირის ხელმოწერა

_____________________________________________

6. დადგენილების ასლი მივიღე __________________________________________________

        (სამართალდამრღვევის ხელმოწერა და თარიღი, დადგენილების ასლის გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი)

შენიშვნა: დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილების იძულებითი აღსრულება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დანართი 4

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი

ზედამხედველობის დეპარტამენტი

დადგენილება №

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 ___ ____________ 20 წ.                                           ____________________________________

                                                                                                           დადგენილების გამოტანის ადგილი 

_________________________________________________________________________________

დადგენილების გამომტანი თანამდებობის პირის დასახელება

________________________________________________________________________________

განვიხილე მასალები სამართალდამრღვევის

______________________________________________________________________________

(მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი №, საცხოვრებელი ადგილი;

_________________________________________________________________________________

                იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი,

___________________________________________________________________________მიერ

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები)

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის _________________დარღვევის შესახებ.                                                                                                               (მუხლი, მუხლის ნაწილი)

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

_______________________________________________________________________________

(სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი)

______________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ვიხელმძღვანელე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, 232-ე, 266-ე-268-ე, 271-ე-273-ე მუხლებით და

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :

1. შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ________________

________________________________________________________________________________

(საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი)

________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე.

3._______________________________________________________________________________

ჩამორთმეული ან სხვა ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი

_________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

4. დადგენილების გამომტანი თანამდებობის პირის ხელმოწერა

____________________________________________

5. დადგენილების ასლი მივიღე

__________________________________________________________________________

(ხელმოწერა და თარიღი, დადგენილების ასლის გაგზავნის შემთხვევაში კეთდება სათანადო ჩანაწერი)