დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება

დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 03/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016135
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
12/06/2013
ვებგვერდი, 19/06/2013
010260020.35.152.016135
დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/06/2013 - 09/08/2013)

 

                                                                         

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2013 წლის 12 ივნისი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება

მუხლი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგებლობას მიკუთვნებული განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელბას. 

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების", ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-17 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მისი დავალების შესაბამისად, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თანამდებობრივი რანგით უფროსი ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-14 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები  განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-5 თავით.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

დ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ე) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ვ) ძეგლთა დაცვის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალური სტადიონების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების საქმიანობის ხელშეწყობას;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. დებულების ძალაში შესვლა
ეს დებულება ძალაშია 2013 წლის 1 სექტემბრიდან.

 



საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი