დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.017311 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1834) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ‑მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს თანათავმჯდომარე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი –საბჭოს წევრი.
2. საბჭოს მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს; გიორგი კოხრეიძეს - ორგანიზაციის „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ წარმომადგენელს; ამირან ბატატუნაშვილს – „საქართველოს ყრუთა კავშირის“ წარმომადგენელს; ფრიდონ ლობჟანიძეს - „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წარმომადგენელს; ზაზა სიხარულიძეს - „სრულიად საქართველოს ღვითისშვილთა კავშირის“ წარმომადგენელს; ლალი წულეისკირს - ორგანიზაციის „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის“ წარმომადგენელს; თეონა ყაჭეიშვილს - ორგანიზაციის „მშობელთა ხიდი“ წარმომადგენელს; თამარ მაჭარაშვილს - კავშირის „ქალი და რეალობა“ წარმომადგენელს; ბელა სონღულაშვილს - „სოციალური დაცვის ლიგის“ წარმომადგენელს; სიმონ პეტრიდისის - ინვალიდთა ინტეგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ წარმომადგენელს; თემურ სახოკიას - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და ვეტერან შშმ პირთა წარმომადგენელს.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს დებულება) მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს შემადგენლობაში, დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენელი შესაძლოა იყოს აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელი (მინისტრი) ან ხელმძღვანელის რომელიმე მოადგილე (მინისტრის პირველი მოადგილის ან მინისტრის მოადგილის სახით), რომელიც საბჭოს წევრის სტატუსით უფლებამოსილია დაესწროს საბჭოს სხდომებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები