დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016123 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგენილებაში (სსმ, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016107, 31.12.2012) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დამტკიცებული ბიუჯეტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13782,4 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10088,9 ათასი ლარის ოდენობით
|
5.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1491,5 ათასი ლარის ოდენობით
|
6.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8414,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
7.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე–8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7419,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: 1) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7545,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
8.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
9.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ექვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.ე) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. მარნეულის, სოფელ ყიზილ-აჯლოს, შაუმიანის, მარეთის, კაჩაგანის, სადახლოს, საბირქენდის, თაზაკენტის, შულავრის, მარადისის, ხიხანის, ქვემო სარალის, ახკერპის, ხანჯიგაზლოს, აღმამედლოს და წითელი ხიდის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მიმდინარე რეაბილიტაცია, სოფელ წერეთელში, საიმერლოში, თამარისში და თაქალოში გარე განათების ქსელის მოწყობა. აგრეთვე ქ.მარნეულში მაზნიაშვილის, ფიროსმანის, ბორჩალოს, ჯავახიშვილის, ხალილოვის, პუშკინის, გასანოვის, მუსხელიშვილის ქუჩის, სამედ ვურღუნის ქუჩიდან აზი ასლანოვის ქუჩამდე მონაკვეთის და წმინდა გიორგის ტაძრის ირგვლის გარე განათების საპროექტო სამუშაოების შესყიდვა და ქსელის მოწყობა. |
10.
დამტკიცებულ ბიუჯეტის მე–16 მუხლის მე–2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სოფლის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №466 განკარგულებით გამოყოფილი თანხის 2062,9 ათასი ლარის წარმართვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №25 დადგენილებით დამტკიცებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მე–2 და მე–5 მუხლების შესაბამისად, განკარგულების №40 დანართში მითითებული მიზნობრიობის დაცვით, კერძოდ: სოფლებში შიდა გზების სარეაბილიტაციოდ გათვალისწინებულია 355,5 ათასი ლარი, ხიდების სარეაბილიტაციოდ 65,8 ათასი ლარი, ხოლო 22,0 ათასი ლარი გამოყოფილია ტრანსპორტის მოსაცდელების მოსაწყობად. წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილია 690,1 ათასი ლარი. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გათვალისწინებულია 145,8 ათასი ლარი სარწყავი არხების სარეაბილიტაციოდ, ხოლო წყალდიდობისაგან მოსახლეობის დასაცავად მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის მიზნით დაგეგმილია 30,3 ათასი ლარის გახარჯვა. სადახლო–ცოფი–ახკერპის გზის გასწვრივ სანიაღვრე არხის მოსაწყობად გამოყოფილია 65,3 ათასი ლარი. სოფლებში გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცისათვის იგეგმება 81,3 ათასი ლარის გახარჯვა. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოფელ ცოფში იგეგმება ნაგვის ბუნკერების შეძენა, რაზედაც გამოყოფილია 4,0 ათასი ლარი. სოფლების კეთილმოწყობის მიზნით, მოსახლეობისათვის დასასვენებელი ადგილების შესაქმნელად სკვერებისა და პარკების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 50,1 ათასი ლარი. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციოდ და სოფელ ხიხანში ბაღისათვის შენობის შესაძენად გამოყოფილია 69,4 ათასი ლარი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად სოფლებში სპორტული ობიექტების მშენებლობა–რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 191,6 ათასი ლარის გახარჯვა. სოფელ სადახლოში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად დაგეგმილია 5,0 ათასი ლარი. სოფელ თაზაკენტში მეჩეთის ეზოში შენობა მანსარდის ასაგებად გამოყოფილია 6,0 ათასი ლარი. მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად სასაფლაოების შემოღობვის მიზნით გათვალისწინებულია 89,8 ათასი ლარი, სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო ჭურჭლის, ინვენტარის და ასაწყობი რკინის კონსტრუქციების შესაძენად გამოყოფილია 109,8 ათასი ლარი, სარიტუალო სახლების მშენებლობა–რეაბილიტაციაზე დაგეგმილია 75,2 ათასი ლარის გახარჯვა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობის მიზნით სოფელ საიმერლოში ამბულატორიისათვის ოთახის სარემონტოდ გამოყოფილია 6,0 ათასი ლარი.“ |
11.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე–16 მუხლის მე–3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 10 საბავშვო ბაღი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ.მარნეულში №1, №3 და №4 და სოფელ თამარისის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია. მოხდება ააიპ ''სკოლამდელი აღზრდის ცენტრის', დაბა შაუმიანის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის (რომლის აღსაზრდელები არიან იძულებით გადაადგილებული პირები), სოფელ შულავერში ახლად გახსნილი ბაღის, აგრეთვე გადასახადისაგან განთავისუფლებული სხვა (სოციალურად დაუცველი) აღსაზრდელების სუბსიდირება და მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ვაუჩერის ფორმით 25 ლარის ოდენობით დაფინანსება. 2013 წლის 1 მაისიდან საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ვაუჩერის ფორმით დაფინანსება განისაზღვრება 30 ლარის ოდენობით.“ |
12.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე–17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები