,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის N2-7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016114
2-153
23/06/2013
ვებგვერდი, 25/06/2013
010320040.22.032.016114
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის N2-7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის N2-7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-153

2013 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის 2-7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 20 მარტის №358-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14  იანვრის N2-7 ბრძანებით (ვებგვერდი, 15/01/2013, სარეგისტრაციო კოდი, 010320040.22.032.016096) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 7. მოთხოვნები, რომელიც წაეყენება კანდიდატს

სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო სამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად“.  

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია