დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 423 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/03/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210000.08.002.016811 |
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №74, მუხ. 653) პირველი პუნქტით დამტკიცებულ შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე შუამდგომლობით (თხოვნით) მიმართავენ ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები უშუალოდ ან მათი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრი (წევრები), ცალკეული პირები, პირთა ჯგუფები, ორგანიზაციები და უწყებები. შეწყალების შუამდგომლობას (თხოვნას) იღებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური, რის შემდეგაც შეწყალების შუამდგომლობა (თხოვნა) გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურს (შემდეგში - სამსახური).“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები