შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის #481 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის #481 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017308
143
11/06/2013
ვებგვერდი, 11/06/2013
040170020.10.003.017308
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის #481 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2013 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №481 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეცი­ა­ლური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №481 დადგენილებით დამტკიცებულ შესყიდვების სპეციალურ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვე­პუნქტი:

„ვ) კომისიის გადაწყვეტილებით, თუ ამგვარი გადაწყვეტილება გა­მოწვეულია ობიექტური გარემოებებით ან/და გამართლებულია დროის, ტექნიკურ-ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. შესყიდვის განხორციელებისას შესყიდვის ობიექტის ღირებუ­ლება არ უჯამდება ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შესყიდული ან/და შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას, თუ:

ა) შესყიდვა ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვე­პუნქტებით და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვე­ვებით;

ბ) შესყიდვის განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტო­რით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალ­საზ­რისით;

გ) შესყიდვის განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირო­ბებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვა­ლის­წინებდა.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე და დროს.“.

4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დოკუმენტაციაში არ მიუთითოს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო. ასეთ შემ­თხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შერჩევის პროცე­დუ­რის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.“.

5. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფი­კა­ციას. ასეთ შემთხვევაში ძალაში რჩება და ფიქსირდება პრეტენდენტის მი­ერ წარდგენილი წინადადების პირვანდელი ფასი.“.

6. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მე­ქანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღი­რებულება საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში შეად­გენს ან აღემატება 200 000 ლარს, გარდა ამ მუხლის 44 პუნქტით გათვა­ლისწინებული შემთხვევებისა.“.

7. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ავანსის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა სავალდებუ­ლოა თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწო­რება (ავანსი) და მისი ოდენობა აღემატება ხელშეკრულების საერთო ღი­რებულების 50%-ს, გარდა ამ მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:

„42. შესყიდვის განხორციელებისას დასაშვებია წინასწარი ანგარიშ­სწორება ავანსის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის გარეშე, თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს.“.

9. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი:

„43. ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელ­შეკრულების შესრულების გარანტია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელ­შეკ­რულების ღირებულების 1%-იდან 5%-მდე ოდენობით.“.

10. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი:

„44. ობიექტური პირობების არსებობისას, კომისიის გადაწყვეტილე­ბით ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შეიძ­ლება არ იქნეს მოთხოვნილი.“.

11. სპეციალური წესის №1 დანართს დაემატოს შემდეგი პო­ზი­ცი­ები:

„3921 ფრაქციული ღორღი 0-5

3922 ფრაქციული ღორღი 0-20

3923 ფრაქციული ღორღი 0-40

3924 ფრაქციული ღორღი 0-80

3925 ფლეთილი ქვა

3926 საგზაო ზღუდარები და მათი ცალკეული ელემენტები

3927 ადგეზიური დანამატი

3928 ასფალტობეტონის ქარხანა

3929 ასფალტობეტონის ქარხნის მალცვეთადი ნაწილები

39210 ასფალტობეტონის ქარხნის ელ. ნაწილები და აგრეგატები

39211 ასფალტობეტონის ქარხნის სათადარიგო ნაწილები

39212 სხვადასხვა ქიმიური დანამატები ასფალტის წარმოებისთვის

39213 მობილური ქვის სამსხვრევი აგრეგატები

39214 სტაციონარული ქვის სამსხვრევი აგრეგატები

506 ასფალტობეტონის ქარხნის კვანძების რემონტი

507 ქვის სამსხვრევი აგრეგატების იჯარა

508 ასფალტობეტონის ქარხნის იჯარა

509 ქვის სამსხვრევი აგრეგატებით მომსახურება

510 ასფალტობეტონის ქარხნით მომსახურება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი