დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-22/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.035.016207 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №140/ნ ბრძანების (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 877) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის მიღებისა და აღრიცხვის წესში” (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. არასრულყოფილია განაცხადი, თუ მასში გამოტოვებულია სავალდებულო შევსებას დაქვემდებარებული რომელიმე გრაფა (მაგ.: აკლია განმცხადებლის და/ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის პირადი ნომერი, არ არის აღნიშნული მისამართი, აკლია ხელმოწერა და სხვა).”. |
2.
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. განაცხადის მიღების შემდეგ განმცხადებელზე, მისი მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა განაცხადის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახი ითხოვს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებას), რომელშიც აღინიშნება განაცხადის ნომერი, ჩაბარების თარიღი, განაცხადის მიმღები პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.”. |
3.
მე-6 მუხლს: |
ა)
მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. განაცხადში დაფიქსირებული პირის რეკვიზიტების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ბაზასთან შედარებისას აღმოჩენილი ტექნიკური უზუსტობის შემთხვევაში, ავტომატურად ხორციელდება ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” პირის რეკვიზიტების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) კორექტირება."; |
ბ)
მე–5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:
„51. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, განაცხადში მაძიებლის მიერ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად დაფიქსირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართი, რომელშიც ოჯახი იმყოფება უკანონოდ და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქტს, რაც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კანონიერი მესაკუთრის მომართვის საფუძველზე. 52. ამ მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებლის მიერ შემოტანილ განაცხადზე სააგენტო რეაგირებას არ ახდენს (უარი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე), კანონიერი მესაკუთრის მიერ სააგენტოში მონაცემების წარმოდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. კანონიერი მესაკუთრე პასუხისმგებელია მის მიერ წარდგენილი მონაცემების (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების მისამართები) სისწორეზე, რასაც აწვდის სააგენტოს შეთანხმებული ფორმატით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმა” (დანართი N2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები