„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 671-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 480610000.05.001.017000
671-IIს
30/05/2013
ვებგვერდი, 24/06/2013
480610000.05.001.017000
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „5. შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით მიღებული მასალები შემდგომ ჩვეულებრივი საფოსტო გზავნილით უნდა დადასტურდეს.“.

    2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მოხდეს ხარჯების სხვაგვარი გადანაწილება.“.

    3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-8 პუნქტები:

  „5. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა.

  6. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული ნებისმიერი ქონება ან დოკუმენტის ორიგინალი საჭიროების გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ უბრუნდება უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სახელმწიფო უარს აცხადებს მის დაბრუნებაზე.

  7. დაუშვებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ინფორმაციისა და სხვა მასალის გამოყენება სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც მითითებული იყო შესაბამის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში.

   8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და სხვა მასალა სხვა მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, რის შესახებაც იგზავნება დამატებითი შუამდგომლობა.“.

   4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანისას არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადები.“.

   5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

   „მუხლი 61. საპროცესო დოკუმენტის ჩაბარება

   1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ან მის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ პირს მისთვის გასაგებ ენაზე ფოსტის საშუალებით უშუალოდ მიაწოდოს სასამართლო გადაწყვეტილება ან სხვა სახის საპროცესო დოკუმენტი.

   2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს  უნდა დაერთოს წერილობითი განმარტება, რომლის თანახმად, ადრესატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია დოკუმენტის ჩაბარებასთან დაკავშირებით თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ.

  3. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირისთვის პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოძახების შესახებ უწყების ამ მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-10 პუნქტების მოთხოვნები.“.

    6. მე-7 მუხლის:

    ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირის გამოძახება ხდება შესაბამისი უწყების საფუძველზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმით, რომელიც ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.“;

   ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის გამოძახების შესახებ უწყებაში ან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში მიეთითება იმ ხარჯების ოდენობა, რომლებიც გამოცხადების შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეს გამოძახებულ პირს.“;

   გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „6. მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის მიმართ, რომელიც გამოძახებულ იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიება.“.

   7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

   „მუხლი 71. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა

  1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საჭიროა საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის დასწრება, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით ამ პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა.

   2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანისათვის აუცილებელია მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა.

   3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თხოვნა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმით. შუამდგომლობას  უნდა დაერთოს საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის წერილობითი თანხმობა ან მისი ასლი.

  4. საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით.

   5. ამ მუხლის შესაბამისად უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანილი პირი, მათ შორის, მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის შემთხვევაში, რჩება პატიმრობაში, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არ მოითხოვა მისი პატიმრობიდან განთავისუფლება.

   6. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანილი პირის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში.“.

    8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 9. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება

   1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას ან მასალებს მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

   2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული ინფორმაცია ან მასალები.

   3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისათვის საკუთარი ინიციატივით მიწოდების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა მიწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენების წესთან დაკავშირებით.

  4. საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან, დაექვემდებარონ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ შეზღუდვას მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით.“.

    9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

    „მუხლი 91. პირის დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით

   1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვა.

   2. საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დასაკითხი პირის გამოძახება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

   3. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დასაკითხ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები.

  4. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას გამოიყენება შემდეგი წესები:

   ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი უზრუნველყოფს დასაკითხი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის პიროვნების დადგენას და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპების დაცვას;

   ბ) პირის უშუალოდ დაკითხვას აწარმოებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი ან მისი მითითებით − საქართველოს კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი. დაკითხვა ტარდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

   გ) საჭიროების შემთხვევაში დაკითხვის პროცესში მონაწილეობს თარჯიმანი.

  5. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოსაშუალებით დაკითხვა ტარდება მხოლოდ დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

   6. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც მიეთითება დაკითხვის დრო და ადგილი, დაკითხული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაკითხვის პროცესში მონაწილე პირები და გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სხვა აუცილებელი მონაცემები. აღნიშნული ოქმი ამ კანონით დადგენილი წესით ეგზავნება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.

   7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ უცხო სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვას. დაკითხვა ტარდება მხოლოდ დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

   8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს მის ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის თხოვნით.

   9. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაში, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს:

   ა) მიზეზები, რომელთა გამოც შეუძლებელია პირის უშუალოდ წარმოდგენა პროცესის მწარმოებელ ორგანოში;

   ბ) იმ ორგანოსა და პირის (პირების) დასახელება, რომლებიც უფლებამოსილი არიან, დაკითხონ მოწმე, ექსპერტი ან დაზარალებული აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით.

   10. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით დაკითხვის თხოვნით. დაკითხვა ტარდება მხოლოდ დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

  11. ამ მუხლის მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აწარმოონ კანონით დადგენილი სხვა წესით.“.

     10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. კონფიდენციალურობის დაცვა

   1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს თხოვნით, რათა სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას დაცულ იქნეს კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს თხოვნა ეწინააღმდეგება შუამდგომლობის შესრულებას.

  2. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას. თუ კონფიდენციალურობის დაცვა ვერ ხერხდება, ეს დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.“.

   11. მე-11 მუხლის:

   ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას, შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ასევე შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს.“;

   ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დაესწრონ ამ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დააკმაყოფილოს თხოვნა, თუ დაინტერესებულ პირთა დასწრება უკეთესად უპასუხებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საჭიროებებს და გამორიცხავს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის აუცილებლობას.“.

   12. მე-12 მუხლის:

   ა) მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. როდესაც სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მოითხოვება ჩხრეკა, ამოღება ან ქონებაზე ყადაღის დადება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შუამდგომლობა შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი პირობები:

   ა) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, დასჯადია როგორც შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს, ისე საქართველოს კანონმდებლობით;

   ბ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულია;

   გ) შუამდგომლობის შესრულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.

   3. როდესაც უცხო სახელმწიფო მოითხოვს საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის გამოცხადებას თავის ტერიტორიაზე საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედებების ჩასატარებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე, თუ:

   ა) პატიმრობაში მყოფი პირი არ არის თანახმა;

  ბ) პატიმრობაში მყოფი პირის საქართველოში ყოფნა აუცილებელია მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელებისათვის;

   გ) პატიმრობაში მყოფი პირის გადაცემამ შეიძლება გააჭიანუროს მისი პატიმრობაში ყოფნა;

  დ) არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას.

   4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია დროებით უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, თუ დახმარების აღმოჩენა ზიანს მიაყენებს ან შეაფერხებს საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართალწარმოებას.“;

   ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის შემთხვევაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს შუამდგომლობის შესრულების გადავადების ან შეუსრულებლობის მიზეზები.“;

   გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

  „7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებამდე კონსულტაციები გამართოს შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ ან/და გარკვეული პირობებით შესრულების უზრუნველსაყოფად.“.

   13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

   „მუხლი 121. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა

   თუ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება მოითხოვს უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინირებულ მოქმედებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შექმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, საქმიანობის წესი, საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და წევრთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით (შეთანხმებებით).“.

   14. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 17. პირის მესამე სახელმწიფოსთვის გადაცემა

  1. არ შეიძლება უცხო სახელმწიფოდან ექსტრადირებული პირი გადმომცემი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გადაეცეს მესამე სახელმწიფოს.

  2. ამ მუხლის მიზნებისათვის თანხმობას შესაბამისი უცხო სახელმწიფოსაგან გამოითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.

   15. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 25. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება

   1. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს მიცემული აქვს თავშესაფარი საქართველოში ან მინიჭებული აქვს ლტოლვილის ანდა ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.

   2. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.

   3. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“.

   16. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

  „41. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ძირითად ინტერესებს.“.

   17. 30-ე მუხლის:

   ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება“;

   ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

   „51. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავების და მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.

   52. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში არ გამოირიცხება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ექსტრადიციის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე, მის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების ხელახლა გამოყენება.“.

   18. 31-ე−34-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 31. დამატებითი ინფორმაცია

   თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ექსტრადიციის საკითხის განმხილველი შესაბამისი სასამართლოს მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით  უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან გამოითხოვოს აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია და დააწესოს მისი მიღების ვადა.

    მუხლი 32. კოლიზიური თხოვნები

   1. ექსტრადიციის შესახებ კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს შესაბამისი უფლებამოსილი სასამართლო ამ კანონით დადგენილი წესით.

   2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმის, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით საქართველოსთვის მომართვის თარიღების, პირის მოქალაქეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

    3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ექსტრადიციის საკითხის გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

   4. პირის გადაცემის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და უცხო სახელმწიფოს კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას.

    მუხლი 33. გადავადებული ექსტრადიცია და დროებითი გადაცემა

   1. თუ პირი, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებამდე. თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, წაყენებული აქვს ბრალდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებამდე.

   2. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია შეიძლება ასევე გადავადდეს ჰუმანიტარული მიზეზებით.

   3. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

  4. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოსთვის დროებითი გადაცემა. დროებითი გადაცემის შესახებ შუამდგომლობა განიხილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განხილვისათვის დადგენილი წესით. დროებითი გადაცემა შეიძლება განხორციელდეს იმ პირობით, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოხდება ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოში დაბრუნება.

   5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს პირის დროებითი გადმოცემის შესახებ შუამდგომლობით.

     მუხლი 34. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი

   1. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის და თანდართული მასალების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განიხილავს, წარმოდგენილია თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი ფორმისა და პროცედურების დაცვით.

    2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მიმართოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის თხოვნით.

    3. თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებამდე აშკარად გამორიცხავს პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

  4. თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ უგზავნის უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურას.

   5. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი შესაბამის დოკუმენტაციას აცნობს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს, ამასთანავე, განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს.

  6. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

   7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ნიშნავს სხდომას ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განსახილველად.

   8. მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ.

   9. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული ყველა უფლებით, ექსტრადიციის პროცედურების თავისებურებათა გათვალისწინებით.

  10. ექსტრადიციის საკითხის განსახილველად უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სასამართლო თხოვნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

   11. ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება შეიძლება მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრონ მხარეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივრის განსახილველად პირველ სხდომას ნიშნავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

  12. ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე 5 დღის ვადაში ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

  13. თუ შესაბამისი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

  14. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის სასამართლოს მიერ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ.

  15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ითვალისწინებს ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას, ექსტრადიციის ამ კანონის 29-ე მუხლის 41 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ასევე უფლებამოსილია, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.

  16. პირის ეტაპირების განხორციელების შემდეგ ექსტრადიციის მომთხოვნი შესაბამისი უცხო სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

   19. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 36. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანა

  1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

  2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ თხოვნა უნდა შეიცავდეს იმავე რეკვიზიტებს, რომლებსაც ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა.

  3. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ ოფიციალური თხოვნით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

  4. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა აცნობოს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის შესახებ.“.

   მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე მიღებულ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებებზე.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 მაისი 2013 წ.

N671-IIს