დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.017306 |
|
,,სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 07/03/2012, 470230000.10.003.016753) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ეთხოვოს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სამედიცინო მედიაციის საბჭოში კანდიდატურის წარდგენა.”. 2. დადგენილებით დამტკიცებული სამედიცინო მედიაციის ძირითადი დებულებების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამედიცინო მედიაციის საბჭო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროს, სამედიცინო მედიაციის სამსახურისა და სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი თანამდებობების პირები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები