დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.156.016138 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: „დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში (სსმ,22/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016136) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის და „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის N82 დადგენილების საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“. 2. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები. 3. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყლიბდეს ახალი რედაქციით: „2. ჩამოსაწერი ქონება - ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონება.“. 4. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე.“. 5. დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „4. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო).“. 6. დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს მისი დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ქონებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ქონების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში ქონების ლიკვიდაციის აქტს, რომელსაც წარუდგენს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც თავის მხრივ წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. 7. ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები