დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.156.016137 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის „დმანისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №1 დადგენილებაში (სსმ, 23/01/2013; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.156.016119) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები 3499,7 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვროს - 4168,7 ათასი ლარის ოდენობით და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: მიღებულ იქნეს დმანისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივიბიუჯეტის შემოსავლების ოდენობა 4168,7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: გადასახადები 2000,0 ათასი ლარი; სხვა შემოსავლები 1000,0 ათასი ლარი; გრანტები 1168,7 ათასი ლარის ოდენობით. ასევე გათვალისწინებული იქნეს ხარჯების დასაფარავად წლის დასაწყისისათვის არსებული სახსრების ნაშთი 1600,0 ათასი ლარის ოდენობით. 2. დადგენილების მე-17 მუხლით დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 5299,7 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვროს 5968,7 ათასი ლარის ოდენობით და მუხლი მე-17 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციიის მიხედვით 5968,7 ათასი ლარის ოდენობით. 3. დადგენილების მე-17 მუხლით დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებების ორგანიზაციული კოდი 0301 „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის' არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებული 1863,5 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვროს 1975,1 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 87,7 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვროს 88,3 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №1;№2;№6;№7). 4. დადგენილების მე-17 მუხლით დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებების ორგანიზაციული კოდი 0302 „კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის' არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებული 196,6 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვროს 428,8 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება, 124,2 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვროს 126,3 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №1;№2;№6;№7). 5. დადგენილების მე-17 მუხლით დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებების ორგანიზაციული კოდი 0303 „მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების' არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 319,8 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი და მომსახურება, 20,4 ათასი ლარის ნაცვლად, განისაზღვროს 23,1 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №1;№2;№6;№7). 6. შევიდეს შესაბამისი ცვლილება დადგენილების 173 მუხლით დამტკიცებული 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების კვარტალური გეგმის განწერაში (დანართი №3;№4). |
თავი I
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4168.7 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1168.7 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1000,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3095.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2673,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2873,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 200,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 1564.4 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 35.6 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ხარჯების, აგრეთვე სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 43.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 59.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 8,0 ათასი ლარი.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
ისევე როგორც მთლიანად ქვეყნისათვის, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და მათ აღჭურვაში. მომდევნო წლებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის ასამაღლებლად აუცილებელია ზემოაღნიშნული ღონისძიებების გაგრძელება სამინისტროს ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციამდე.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. 1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამით გათვალისწინებულია დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის, მუნიციპალური და სახელმწიფოებრივი შენობა-ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქარეველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის დმანისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2013 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქში არსებული საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოების დასრულება,აგრეთვე წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემისა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. კერძოდ: ა) დმანისი-საფარლოს საავტომობილო გზის 16კმ. მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები, სადაც მოეწყობა წვრილ მარცლოვანი 5სმ-ანი ასფალტ ბეტონის საფარი. აღნიშნული პროექტი ხორციელდება 2012წლიდან და მთავრდება 2014 წელს (მრავალწლიანი შესყიდვა). ბ) დმანისი-საფარლოს გზიდან სოფელ ზემო ოროზმანამდე მოეწყობა წვრილმარცვლოვანი 5 სმ-იანი ასფალტობეტონის საფარი 1562 მ ოდენობით. გ) მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ სოფელ მაშავერაში, სოფელ შინდლარში და სოფელ ირგანჩაიში მოეწყობა სანიაღვრე არხები, სოფელ ზემო კარაბულახში და სოფელ მამიშლარში გათვალისწინებულია საცალფეხო ხიდების რეაბილიტაცია, ხოლო11 სოფელში მისასვლელი გზების ორმოული შეკეთება (მოხრეშვა). მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოდერნიზებული და რეაბილიტირებული იქნება შიდა რაიონული მნიშვნელობის გზები, ასევე შეკეთდება და აღდგება ხიდები, რითაც მნიშვნელოვლად მოწესრიგდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებთან მისასვლელი გზები. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში წყალ-მომარაგების და ქ.დმანისში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია,დასრულდება 2012წელში დაწყებული საჭიდაო დარბაზის მოწყობა,გარე განთების ქსელის გაფართოება,არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.უზრუველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. 2.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის სოფელ კიზლაჯლო-იფნარის სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო-სამუშაოების დასრულება და მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის წყლის მიწოდება. ასევე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 32 სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ახალი ხაზების მოწყობა. 2.2.2. ბინათმშენებლობა ( საჭიდაო დარბაზის დასრულება) პროგრამული კოდი 03 02 02 ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ.დმანისიში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებული შენობის საჭიდაო დარბაზის მოწყობა. 2.2.3. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ.დმანისის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მიმდინარე რეაბილიტაცია, სოფელ კიზილ-ქილისაში განხორციელდება ქსელის მოწყობა, ასევე 8 სოფელში გათვალისწინებულია ქუჩების განათების ქსელის მოწყობა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.ბინათმშენებლობაში საჭიდაო დარბაზის დასრულება ,გარე განათების ქსელის გაფართოება,ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისაგან დაცვა. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2.4.დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ დმანისის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება - , ხოლო სოფლების შედარებით ნაკლები ინტერვალით და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება,ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში, ჭარბი თოვლისაგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს,რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარაში,რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების დავიდან აცილება.
2.2.5. წისქვილების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, კერძოდ სოფელ ტნუსში და სოფელ ჯავახში ელექტროწისქვილის მოწყობა-რეაბლიტაცია. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა-ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. 2.3.1. ქალაქის კეთილმოწყობის,საპროექტო დოკუმენტაციის და ნახაზების მომზადების ხარჯი (პროგრამული კოდი 03 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ დმანისის ქუჩების შენობა-ნაგებობების შენობა-ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. 2.3.2. სარიტუალო სახლების მოწყობა და სარიტუალო აღჭურვილობით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის 30 სოფელში სარიტუალო სახლების მოწყობა და უზრუნველყოფილი იქნება სარიტუალო აღჭურვილობით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 7 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 200 ბავშვის ოდენობით, რომლებიც გათავისუფლებულები არიან მშობელთა შემონატანებიდან. მოსალოდნელი საბოლოო შდეგები
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღები. 3.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსახლეობას დასაქმებაში და მისცეს საშუალება დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სტაბილური დასაქმებისათვის. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ინგლისურისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები. სადაც ფუნქციონირებს 9 ჯგუფი და თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულია 10-10 მოსწავლე. მუნიციპაიტეტის ყველა მაცხოვრებელს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
4.1 .1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულ შეჯიბრებებში, რაც უდავო ასახვას ჰპოვებს შემდგომ ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. 2013 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ტურნირებზე და შეჯიბრებებზე ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობა, წახალისდებიან წარმატებული სპორტსმენები სხვადასხვა ჯილდოთი. 4.1.2. სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) 2013 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტული სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს „ძიუდოს“, „ქართული ჭიდაობის“, „ფეხბურთის“ ორი-ორი ჯგუფი, ხოლო ფრენბურთის, ჭადრაკის და თავისუფალ ჭიდაობის თითო-თითო ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია 140-მდე სპორტსმენი.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: კულტურის სახლი, სადაც გაერთიანებულია 3 მუსიკალური სკოლა და სწავლობს-60-მდე მოსწავლე, 4 ბიბლიოთეკა და დრამატული თეატრი „ქვემო ქართლი“. პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია; 4.2.1 კულტურის ცენტრის დაფინანსება (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ქვეპროგრამის ფარგლებში 2013 წელს გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, 2013 წლის განმავლობაში დაფინანსდება: კულტურის სახლი, 3 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 60-მდე მოსწავლე, 4 ბიბლიოთეკა და დრამატული თეატრი „ქვემო ქართლი“. 4.2.2. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02 – 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სუბსიდირება კულტურისა და ბიბლიოთეკების გაერთიანება. ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ხორციელდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები და ორი სპექტაკლის დადგმა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, 0-დან 100000 ქულამდე) საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ოპერაციებზე დახმარების გაწევას, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. ასევე სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ონკოლოგიური და ლეიკემიით დაავადების მქონე პირების დახმარება, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდებიან და მარჩენალდაკარგული ოჯახების გამოკვლევა-მკურნალობით და მედიკამენტებით დახმარების პროგრამას. 5.2.2 უფასო სასადილოს დაფინასება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი 41-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად კვება ცხელი კერძებით ადგილზე (სასადილოში) იმ პირებზე რომლებსაც არ შეუძლიათ გადაადგილება ცხელი კერძების სახლში გატანის უზრუნველყოფა. 5.2.3. სოციალურად დაუცველთა ოპერაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთა, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 70-100000-მდე სტაციონარული სამედიცინო ერთჯერადი დახმარება. 5.2.4. სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.5. მუნიციპალური ტრანსპორტით სტუდენტების, ვეტერანების და უსინათლოების მგზავრობის საფასურის ნაწილობრივი ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტების, ვეტერანების და უსინათლოების უფასო მგზავრობა, თვეში დამტკიცებული 8 ტალონის გამოყენების შესაბამისად. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
დმანისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების ინდიკატორები
ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად, პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, დმანისის მუნიციპალიტეტში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 -2016 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. დმანისის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
2011-2012 წლების მოკლე მიმოხილვა 2011 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა შეადგინა 7584,8 ათასი ლარი, მათ შორის, გადასახადები 2181,4 ათასი ლარი, გრანტები 4528,4, სხვა შემოსავლები 607,4 ათასი ლარი, პრივატიზაციიდან შემოსულმა სახსრებმა შეადგინა 267,6 ათასი ლარი. 2011 წლის ბოლოს დაგროვილმა ნაშთმა შეადგინა 1286,2 ათასი ლარი, საიდანაც 186,2ათასი ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ნაშთი, ხოლო 1100,0ათასი ლარი წარმოადგენს თავისუფალ ნაშთს. მობილიზებული სახსრებიდან საკუთარი შემოსავლები შეადგენს 5364,9 ათას ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები შეადგენს 1952,3 ათას ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან 1952,3 ათასი ლარიდან დაფინანსდა შემდეგი პროექტები: გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია, სასაფლაოებისა და სარიტუალო სახლების მოწყობა, საბავშვო ბაღების შენობების რებილიტაცია, სპორტული მოედნების მშენებლობა, მრავალსართულიანი შენობების სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია. 2012 წლის დმანისის მუნიციპალიტეტის შემოსულობების გეგმა შეადგენს 7413,8 ათასი ლარი, მათ შორის გადასახადები 2673,1ათასი ლარი, გრანტები 3311,2სხვა შემოსავლები 1159.5 ათასი ლარი, პრივატიზაციიდან შემოსული სახსრები შეადგენს 270,0ათას ლარს. მობილიზებული სახსრებიდან საკუთარი შემოსავლები შეადგენს 5978.1 ათას ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები შეადგენს 1435,7 ათას ლარს.
დმანისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების ინდიკატორები
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამით გათვალისწინებული ადმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის, მუნიციპალური და სახელმწიფოებრივი შენობა-ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის დმანისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, 2013 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქში არსებული საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოების დასრულება,აგრეთვე წყალ-მომარაგების, საკანალიზაციო სისტემისა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. კერძოდ 2013 წელს დაგეგმილია დმანისის-საფარლოს სავტომობილო გზის 16 კმ.მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები,რომელიც ხორციელდება 2012 წლიდან და დამთავრდება 2014 წელს (მრავალწლიანი შესყიდვა). ასევე გათვალისწინებულია დმანისი - საფარლოს გზიდან სოფელ ზემო ოროზმანამდე წვრილმარცვლოვანი 5 სმ-იანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა 1562 მეტრის. ოდენობით. მუნიციპალიტეტის სოფლებში კერძოდ სოფელ მაშავერაში, სოფელ შინდლარში და სოფელ ირგანჩაიში მოეწყობა სანიაღვრე არხები, სოფელ ზემო კარაბულახში და სოფელ მამიშლარში გათვალისწინებულია საცალფეხო ხიდების რეაბილიტაცია, ხოლო 11 სოფელში მისასვლელი გზების ორმოული შეკეთება (მოხრეშვა). მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოდერნიზირებული და რეაბილიტირებული იქნება შიდა რაიონული მნიშვნელობის გზები, ასევე შეკეთდება და აღდგება ხიდები, რითაც მნიშვნელოვლად მოწესრიგდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებთან მისასვლელი გზები. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებში წყალ-მომარაგების და ქ.დმანისში საკანალიზაციო სისიტემის რეაბილიტაცია,დასრულდება 2012წელში დაწყებული საჭიდაო დარბაზის მოწყობა, გარე განთების ქსელის გაფართოება,არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.უზრუველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. 2.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის სოფელ კიზლაჯლო-იფნარის სასმელი წყლის ქსელის სარიაბილიტაციო-სამუშაოების დასრულება და მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის წყლის მიწოდება, ასევე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 32 სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ახალი ხაზების მოწყობა. 2.2.2 ბინათმშენებლობა (საჭიდაო დარბაზის დასრულება) პროგრამული კოდი 03 02 02 ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ.დმანისიში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებული შენობის საჭიდაო დარბაზის მოწყობა.
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ.დმანისის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მიმდინარე რეაბილიტაცია, სოფელ კიზილ-ქლისაში მოეწყობა ქსელის მოწყობა, ასევე 8 სოფელში გათვალისწინებულია ქუჩების განათების ქსელის მოწყობა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.ბინათმშენებლობაში საჭიდაო დარბაზის დასრულება ,გარე განათების ქსელის გაფართოება,ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისაგან დაცვა. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება.
ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.5. წისქვილების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 05). ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, კერძოდ, სოფელ ტნუსში და სოფელ ჯავახში ელექტროწისქვილის მოწყობა-რეაბლიტაცია. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა-ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. 2.3.1 ქალაქის კეთილმოწყობის, საპროექტო დოკუმენტაციის და ნახაზების მომზადების ხარჯი (პროგრამული კოდი 03 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ დმანისის ქუჩების შენობა-ნაგებობების შენობა-ნაგებობების საკადასტრო რუკებისა და ნახაზების მომზადება. 2.3.2. სარიტუალო სახლების მოწყობა და სარიტუალო აღჭურვილობით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 03 03 04). ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის 30 სოფელში სარიტუალო სახლების მოწყობა და უზრუნველყოფილი იქნება სარიტუალო აღჭურვილობით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3. განათლება (პროგრამულიკოდი 0400) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 7 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 200 ბავშვის ოდენობით, რომლებიც განთავისუფლებულები არიან მშობელთა შემონატანებიდან. მოსალოდნელი საბოლოო შდეგები
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსახლეობას დასაქმებაში და მიეცეს საშუალება დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სტაბილური დასაქმებისათვის. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინასდება ინგლისურისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები. სადაც ფუნქციონირებს 9 ჯგუფი და თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულია 10-10 მოსწავლე. მუნიციპაიტეტის ყველა მაცხოვრებელს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
4. კულტურა, რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
2013 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ტურნირებზე და შეჯიბრებებზე ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობა, წახალისდებიან წარმატებული სპორტსმენები სხვადასხვა ჯილდოთი.
2013 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტული სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს „ძიუდოს“, „ქართული ჭიდაობის“, „ფეხბურთის“ ორი-ორი ჯგუფი, ხოლო ფრენბურთის, ჭადრაკის და თავისუფალ ჭიდაობის თითო-თითო ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია 140-მდე სპორტსმენი.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: კულტურის სახლი, სადაც გაერთიანებულია 3 მუსიკალური სკოლა და სწავლობს-60-მდე მოსწავლე, 4 ბიბლიოთეკა და დრამატული თეატრი „ქვემო ქართლი“. პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია.
ქვეპროგრამის ფარგლებში 2013 წელს გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, 2013 წლის განმავლობაში დაფინანსდება: კულტურის სახლი, 3 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 60-მდე მოსწავლე, 4 ბიბლიოთეკა და დრამატული თეატრი „ქვემო ქართლი“.
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები და ორი სპექტაკლის დადგმა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, 0-დან 100000 ქულამდე) საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ოპერაციებზე დახმარების გაწევას, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. ასევე სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ონკოლოგიური და ლეიკემიით დაავადების მქონე პირების დახმარება,რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდებიან და მარჩენალდაკარგული ოჯახების გამოკვლევა-მკურნალობით და მედიკამენტებით დახმარების პროგრამას.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი 41-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად კვება ცხელი კერძებით ადგილზე (სასადილოში) იმ პირებზე რომლებსაც არ შეუძლიათ გადაადგილება ცხელი კერძების სახლში გატანის უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთა, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 70-100000-მდე სტაციონალური სამედიცინო ერთჯერადი დახმარება.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტების, ვეტერანების და უსინათლოების უფასო მგზავრობა თვეში დამტკიცებული 8 ტალონის გამოყენების შესაბამისად. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ||
| ||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||
| |||||||
|
| ||
| |||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||
| |||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||
| ||||||||
|
|
| ||||
| ||||||||||||||||||||||||
| ||
| |||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები