დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016546 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებით (სსმ III, 14.01.2008, №4, მუხლი 60) დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ (დანართი №1):
1. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წინადადების საფუძველზე. მუხლი 6. კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2).“. 2. მე- 7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარდგინებით, მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს პრაქტიკის ვადა 6 თვემდე.“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. 1. პრაქტიკანტს უფლება აქვს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ. 2. მინისტრი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, პრაქტიკანტის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.“. 4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.“. 5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები