„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016080
129
07/06/2013
ვებგვერდი, 12/06/2013
480040000.22.030.016080
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება 129

2013 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში (ვებგვერდი 111229084, 03.01.2012 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების:
ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები” (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;
ბ) პირველი პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №5) და ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით“ (დანართი N6) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;
გ) მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მგზავრობის ხარჯი - ადგილსამყოფელი ქვეყნის/საქართველოს მიმართულებით „ეკონომ“ ან შესაბამისი კლასის სამგზავრო ავიაბილეთის ღირებულება (ერთი მიმართულებით). იმ შემთხვევაში, როდესაც როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვევისას  მოსამსახურე  ოჯახით  მიემგზავრება  სხვა  ქვეყანაში,  მას     უნაზღაურდება „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება, რომელიც   არ უნდა აღემატებოდეს      მგზავრობის   დროისათვის   საქართველოში   მგზავრობის   ღირებულებას „ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ერთი მიმართულებით);“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი




დანართი №2

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები

 

 

თანამდებობის დასახელება

მაჩვენებელი პროცენტებში

1

2

3

 

 

1

საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი

 

 

100

2

გენერალური კონსული, კონსული  - საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი

80

3

საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე

 

 

75

4

უფროსი მრჩეველი, კონსული

70

5

მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი, ვიცე-კონსული

65

6

პირველი მდივანი, მეორე მდივანი

60

7

მესამე მდივანი, ატაშე

55

8

რეფერენტი

50

9

მძღოლი

40

 

დანართი №5

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო

დაწესებულებების მონათვალი ვროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი

1

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში

2

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში

3

საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში

4

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

5

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

 

6

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

7

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან

8

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

9

საქართველოს საკონსულო ქ. ბარსელონაში

10

საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში

11

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

12

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბულში

13

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ტრაპიზონში

14

საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

15

საქართველოს საელჩო ირლანდიაში

16

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO,IFAD,WEP)

17

საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში

18

საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში

19

საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში

20

საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში

21

საქართველოს წარმომადგენლობა ნატოსთან

22

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში

23

საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში

24

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

25

საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში

26

საქართველოს საელჩო რუმინეთში

27

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

28

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში

29

საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში

30

საქართველოს საელჩო სლოვენიის რესპუბლიკაში

31

საქართველოს საელჩო უნგრეთში

32

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სალონიკში

33

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.მაინის ფრანკფურტში

34

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში

35

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

36

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში

37

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში

38

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში)

39

საქართველოს საელჩო ფინეთის რესპუბლიკაში

 

დანართი №6

აზღვარგარეთ აქართველოს დიპლომატიური არმომადგენლობებისა და აკონსულო

დაწესებულებების ამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ალუტის იხედვით

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი

1

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

2

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

3

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

4

საქართველოს საელჩო აშშ-ში

5

საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში

6

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

7

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

8

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

9

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

10

საქართველოს საელჩო იაპონიაში

11

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

12

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

13

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

14

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

15

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში

16

საქართველოს საელჩო კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

17

საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში

18

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

19

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია

20

საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში

21

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

22

საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში

23

საქართველოს საელჩო უკრაინაში

24

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში

25

საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში

26

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ნიუ-იორკში

27

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ოდესაში

28

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.დონეცკში

29

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.განჯაში

30

საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში

31

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში