დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430110000.22.022.016583 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/01/2012, სარეგისტრაციო კოდი – 430110000.22.022.016279) შევიდეს ცვლილება და ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს თანდართული „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური.“. |
| მუხლი 2 |
„მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 26/01/2012, სარეგისტრაციო კოდი – 430110000.22.022.016279) დამტკიცებულ ,,მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის საფასურში” შევიდეს ცვლილება და:
ა) ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის საფასურის“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური.“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საფასურის ოდენობა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური შეადგენს 20 ლარს, ხოლო 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 40 ლარს.“; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.“; დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები