დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016128
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
04/06/2013
ვებგვერდი, 11/06/2013
010260020.35.152.016128
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/06/2013 - 26/09/2014)

 

  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2013 წლის 4 ივნისი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბიმისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო დაცვის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 მარტის №28 დადგენილება (03.04.2007 წ.,  ს/კ 010.250.040.35.152004178).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი



დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო- სამაშველო სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ-ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, აწესრიგებს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს.

2. სახანძრო-სამაშველო სამსახური წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრების თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესრულებას.

3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

5. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

6. სამსახური ფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით.

7. სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი.

8. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით (დადგენილებით).


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოსამსახურეებისგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-18 მუხლით და ამ დებულებით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.

3. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-16 მუხლით.

4. სამსახურის უფროსისა და მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა:

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის, ხანძრების ჩაქრობის და სამაშველო სამუშაოების განხორციელება-აღრიცხვა.

 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახური:

ა) უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;

ბ) მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო სამუშაოების შესრულებაში და დაგეგმილ სახანძრო-სამაშველო სწავლებაში;

გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და სარეალიზაციოდ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წარდგენას;

დ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესრულების წესების შემუშავებაში. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრებისა და მათი შედეგების, პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;

ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს სამსახურის ხარჯების ნუსხის პროექტს, ამზადებს წინადადებებს სახანრო-სამაშველო სამსახურის ორგანიზაციისათვის საჭირო საშტატო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაჭრელად;

ვ) უზრუნველყოფს სამსახურის ბალანსზე რიცხული სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების მოვლასა და სწორ ექსპლოატაციას;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სამსახურებთან, ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;

თ) მომხდარი ხანძრების ანალიზის საფუძველზე, ხანძრების აღკვეთის და მათი ჩაქრობის ხარისხის ასამაღლებლად ღონისძიებების შემუშავებას და სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა გატარების კოორდინაციას;

ი) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება, ატარებს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკურ გამოკვლევას და შემოწმებას;

კ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლიბით და დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.


მუხლი 4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა  უფლებები და მოვალეობები
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით და დებულებით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით.

2. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ემორჩილება თავის უშუალო ზემდგომ უფროსს.

3. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომლებიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.

4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.


მუხლი 5. სამსახურებრივი დისციპლინა 
სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე. იგი ვალდებულია:

ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;

ბ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში;

გ) პატივი სცეს სამსახურის მოსამსახურეთა პირად ღირსებას.


მუხლი 6. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური გარანტიები
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება   ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილების  შეტანა ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამსახურის მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურებრივი ხარჯების დაფინანსების წყაროა დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.