„ტექნიკური რეგალამენტის,,სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 18 ოქტომბრის №004 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 05/06/2013
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016046
09
05/06/2013
ვებგვერდი, 10/06/2013
300160070.55.067.016046
„ტექნიკური რეგალამენტის,,სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 18 ოქტომბრის №004 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
„ტექნიკური რეგალამენტის,,სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 18 ოქტომბრის №004 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №09

2013 წლის 5 ივნისი

ქ. ბათუმი

„ტექნიკური რეგლამენტის ,,სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 18 ოქტომბრის №004 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 18 ოქტომბრის  №004 ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში ,,სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესი“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  3000 ან მეტი რეგისტრული ტონის გემზე კაპიტნად და კაპიტნის  თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ  36 (ოცდათექვსმეტი) თვის ნაოსნობის სტაჟის (აქედან 12 თვე კაპიტნად მუშაობის), ან ლოცმანად მუშაობის 24 თვის პრაქტიკული სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლოცმანის ზღვრული ასაკია 65 (სამოცდახუთი) წელი.“.

3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადით იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების  ვადის შეჩერების მიზეზი. თუ ლოცმანის სერტიფიკატის შეჩერება მოხდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის აღსადგენად სერტიფიკატის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს სხვა სერტიფიცირებულ ლოცმანთან ერთად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არანაკლებ 10 (ათი)  სალოცმანო გაცილებაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი.“

4. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ვალდებულია სალოცმანო გაცილების დროს  3 (სამი) თვის განმავლობაში არანაკლებ 20-ჯერ აიყვანოს გემზე სტაჟიორი და ჩაუტაროს მას სწავლება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ასევე, ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია კონკრეტული ნავსადგურის აკვატორიის სპეციფიკის სწავლების მიზნით აიყვანოს ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი სხვა პირი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს უკანასკნელი დასაქმებულია კონკურენტ სალოცმანო სამსახურში;".

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე