დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 აპრილის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.35.151.016126 |
|
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1აპრილის №8 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 230210000.35.151.01. 6122, 10.04.2013წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება : |
1.
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილება (სსმ ვებგვერდი 230210000.35.151.016091 02/04/2012). |
2.
დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,.სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით.“ |
3.
დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა),, ტყის მიწებისათვის ,რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით 1 ჰექტარზე გაანგარიშებით მიწაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს სახნავისთვის (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის დადგენილი საბაზისო განაკვეთით- 56 ლარით. ,,ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ამ მუხლის ,,ა“ პუნქტით დადგენილი შესაბამისი ოდენობით. |
4.
დადგენილების №1 დანართის №6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე 0,24 ლარით (0,24 ლარი (საბაზისო განაკვეთი) X1-ზე (ტერიტორიულ კოეფიციენტზე). |
5.
დადგენილების №1 დანართის მე-7 მუხლის ,,ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები 3000 კვ.მ-მდე.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები