დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016803 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
367
31/05/2013
ვებგვერდი, 31/05/2013
040030000.08.002.016803
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/05/2013 - 20/02/2014)
|
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდეგში - სააგენტო). |
2.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ: |
ა)
განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი; |
ბ)
უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. |
3.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების დამტკიცებულ განწერაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები. |
4.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები