„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 194
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 12/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016146
194
12/06/2013
ვებგვერდი, 17/06/2013
190020020.35.123.016146
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №194

2013 წლის 12 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1–ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილების დანართში /სსმ matsne@justice.gov.ge 8.01.2013. 190020020.35.123.016130/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.“ დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01)

„ე.ა.“ ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახური

„ე.ბ.“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3141,9 ათასი ლარი.

„ე.გ.“ ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია ქალაქის სანიტარული მდგომარეობის მაღალი დონის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის 87 ქუჩის დაგვა – დასუფთავება, საერთო ფართით 2353,81 ათასი კვ.მ. ნარჩენების გატანა – გაუვნებელყოფა, მორწყვა – ჩარეცხვის სამუშაოების ორგანიზება ქალაქის 207 ათასი  კვ.მ. ფართობზე, ქალაქში მოხეტიალე ცხოველებისაგან სხვადასხვა ვირუსული დაავადებისა და ცოფის გავრცელების მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებების გატარება, რისთვისაც, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ან, მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული პირუტყვის (წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი, ძაღლი) იზოლაცია და მათი სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, მაღალსართულიან საცხოვრებელ ბინებში არსებული ნაგვის შემკრები ბუნკერების, ქუჩებსა და მაგისტრალებზე განთავსებული ნაგვის მოძრავი კონტეინერების დერატიზაცია – დეზინფექცია, დროებით გამოუყენებელი შენობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დერატიზაცია – დეზინფექცია, ქალაქში გამავალი არხების, დიდი და მცირე მდინარეების სანაპიროების დერატიზაცია – დეზინფექცია. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეწარმავლების დასაფრთხობად, აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ქალაქში სანიტარული წესრიგის გაუმჯობესებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ნაგავსაყრელის მომზადება საკონსერვაციო სამუშოების ჩასატარებლად, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა და სამუშაოების წარმოება.

„ე.დ.“ ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:ქალაქის დაგვა–დასუფთავება, ქუჩებისა და მოედნების მორწყვა – ჩარეცხვა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა – 2820,0 ათასი ლარი; საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაუვნებელყოფა – 66,0 ათასი ლარი, ნაგავსაყრელის მომსახურების გაწევა – 132,0 ათასი ლარი; თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული პირუტყვის (წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი, ძაღლი) იზოლაცია და პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა – 60,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში პროფილაქტიკურ – სადეზინფექციო ღონისძიებების განხორციელება – 30,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისის ადმისტრაციულ საზღვრებში ქვეწარმავლების დასაფრთხობად აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება – 3,0 ათასი ლარი. ნაგავსაყრელის მომზადება საკონსერვაციო სამუშოების ჩასატარებლად – 30,9 ათასი ლარი.

2. დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.“ საკანალიზაციო სისტემების, ღვარსადენების, წყლის სისტემის მოწყობა – რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02)

„ვ.ა.“ ქვეპროგრამის განმხორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური.

„ვ.ბ.“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2052,4 ათასი ლარი.

„ვ.გ.“ ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა უბანში გაიწმინდება კანალიზაციის ამორტიზებული ქსელი, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მონაკვეთის ახალი მილებით შეცვლა. წყალმომარაგების სისტემაში გატარდება ღონისძიებები ხარვეზების აღმოფხვრისათვის; არსებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელზე ჩატარდება მცირემასშტაბიანი სარეაბილიტაციო ღონისძიებები. სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გაიწმინდება ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები და ბუნებრივი სასულეები, შეკეთდება ნიაღვარმიმღები ჭები, რეაბილიტირებული იქნება ნიაღვარმიმღები ობიექტები და ექსპლუატაცია გაეწევა არსებულ ნიაღვარსადენ ობიექტებს.

„ვ.დ.“ ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ღვარსადენების ქსელის (120 ობიექტი) ექპლუატაციის ხარჯები – 216,4 ათასი ლარი; ბუნებრივი სასულეების (13 ობიექტი) ექსპლუატაცია – 25,0 ათასი ლარი; კანალიზაციის ქსელის მოწყობა – რეაბილიტაციის ხარჯები – 530,0 ათასი ლარი, მათ შორის: ვაჟა – ფშაველას ქუჩის მე-4 შესახვევის დარჩენილი ნაწილის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; ისიანის ქუჩის დარჩენილი ნაწილის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; კლდიაშვილის ქუჩის პირველი ჩიხის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; წერეთლის ქუჩის მე-4 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; ძნელაძის ქუჩაზე არსებული საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; ირ. აბაშიძის ქუჩის №8 და №17-თან არსებული საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ი.პეტრიწის ქუჩის მე-4 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ლერმონტოვის ქუჩის №2 (№34 ბაგა – ბაღის უკან) საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ყაუხჩიშვილის ქუჩის მე-3 ჩიხის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; მუსხელიშვილის ქუჩის მე-2 ჩიხის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ლომთათიძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ლორთქიფანიძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, სალდაძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რაზმაძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ერისთავის ქუჩის მე-2 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ასათიანის ქუჩის 1-ლი შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, კლდიაშვილის ქუჩის მე-6 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ოცხელის ქუჩის მე-2 ჩიხის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ბელინსკის ქუჩის მე-10 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ქეთევან წამებულის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, თაბუკაშვილის ქუჩის მე-8 და მე-10 შესახვევების საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ჩანჩიბაძის ქუჩის მე-2 შესახვევის 1-ლი და მე-2 მონაკვეთის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, აღმაშენებლის გამზირის №9, 11, 13-ის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; მე-16 სკოლის მიმდებარედ საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციისა და ზოგიერთ ობიექტზე წყალმზომების მრიცხველების მოწყობის ხარჯები 280,0 ათასი ლარი; მათ შორის: ბერი თედორეს ქუჩა, ვაჟა – ფშაველას ქუჩის მე-4 შესახვევი, იაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთი, ერისთავის ქუჩის მე-2 შესახვევი, კიკვიძის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, ძნელაძის ქუჩა; ღვარსადენის ქსელის მოწყობა – 1001,0 ათასი ლარი, მათ შორის: ხარებავას ქუჩის დასახლებაში ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; სულხან–საბას გამზირზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; შარტავას ქუჩაზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; განათლების ქუჩაზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; მე-5 ბაგა – ბაღის ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; წერეთლისა და ფოთის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული სანიაღვრე კვანძის მოწესრიგება; ლომონოსოვის ქუჩის მეორე ჩიხში ახალი ნიაღვარსადენის მოწყობა; წერეთლის ქუჩის ნიაღვარსადენის (ხახანაშვილის ქუჩიდან უზნაძის ქუჩამდე) გაწმენდა – აღდგენა; ავტომშენებლის ქუჩის პირველი შესახვევის ახალი ნიაღვარსადენის მოწყობა; ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლის მისასვლელთან (შერვაშიძის ქუჩა), არსებული ნიაღვარსადენის გაწმენდა – აღდგენა; გუგუნავას ქუჩის დასახლების ღია ნიაღვარსადენი არხების მოწესრიგება; ყოფილი აბრეშუმის კომბინატის ეზოში გამავალი ნიაღვარსადენის ნაწილის გაწმენდა – აღდგენა; ლერმონტოვის ქუჩის №7 სახლთან ტროტუარის გასწვრივ ნიაღვარსადენი არხის მოწყობა; ერევნის ქუჩის მეორე შესახვევის ნაწილის (ტყაბლაძის ქუჩიდან) ნიაღვარსადენი არხის მოწყობა; გაპონოვის ქუჩის პირველ შესახვევში (100 გრძ.მ) ნიაღვარსადენის გაწმენდა – აღდგენა; ლესელიძის ქუჩის მეხუთე შესახვევის ნიაღვარსადენის ნაწილი მონაკვეთის აღდგენა – რეკონსტრუქცია; ლესელიძის ქუჩის ღია ნიაღვარსადენის გაწმენდა აღდგენა-რეკონსტრუქცია №143 სახლიდან №157-მდე №6 საგზაომდე; დია ჩიანელის ქუჩაზე არსებული ნიაღვარსადენის გაწმენდა; გაპონოვის ქუჩის მეოთხე შესახვევში არსებული ნიაღვარსადენის შეცვლა; გუმათჰესის დასახლებაში არსებული ღია არხების გაწმენდა, სამი ახალი ობიექტის მოწყობა; თბილისის ქუჩის მეორე ჩიხში გამავალი ნიაღვარსადენი არხის გაწმენდა – აღდგენა; ახალგაზრდობის გამზირის მერვე შესახვევში არსებული ნიაღვარსადენის გაწმენდა – აღდგენა; პეტრიწის ქუჩის ნიაღვარსადენის გაწმენდა – აღდგენა №14-18; მცირე მასშტაბის სამუშაოები (ჩანჩიბაძის, თავისუფლების, კლდიაშვილის, თამარ მეფის ქუჩებისა და შანიძის აღმართის, მდ. რიონის მარჯვენა სანაპირო); მარჯანიშვილის ქუჩის ღვარსადენის აღდგენა; ყაზბეგის V ჩიხის №15 სახლის ეზოში მდებარე ღვარსადენის მიმართულების შეცვლა; ნიკეას ქუჩაზე ე.წ. სამხედრო დასახლებაში ახალი ღვარსადენის მოწყობა; წერეთლის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე №250 სახლთან ღვარსადენის მოწყობა; ნეკრასოვის ქუჩაზე ახალი სანიაღვრეს მოწყობა; ტყაბლაძის ქუჩაზე არსებული ღია არხის კაპიტალურად გაწმენდა; მესხიშვილის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; სხირტლაძის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; რაზმაძის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; ყაზბეგის ქუჩის მე-3 ჩიხში ღვარსადენის მოწყობა; გუმათის დასახლებაში ღია ღვარსადენი არხის კაპიტალური გაწმენდა ტერიტორიული ორგანოს შენობის უკან; მოსაშვილის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; დავით და კონსტანტინეს ქუჩის №1-დან მ.ასლანიკაშვილის ქუჩის 48-მდე ღია არხის დახურვა; ცენტრალურ მოედანზე „TBC“ ბანკის მხარეს, ღვარსადენის მოწყობა; ყაზბეგის ქუჩაზე №5 და №7 სახლებთან ღვარსადენის მოწყობა; გუგუნავას ქუჩის №12-ში (საქართველოს გაერთიანებულ წყალთან) ღვარსადენის მოწყობა; წერეთლის ქუჩის II ჩიხში არსებული ღია არხის გაწმენდა და გადახურვა; პაოლო იაშვილის ქუჩაზე ნაზარაშვილის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე ღვარსადენის მოწყობა; კერვალიშვილის ქუჩის №13-თან ღვარსადენის მოწყობა; ფიროსმანის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; ნიუპორტის ქუჩის პირველ შესახვევში ღვარსადენის მოწყობა; ახალგაზრდობის გამზირის №1 და №17 სახლებს შორის ღვარსადენის მოწყობა; თამარ მეფის ქუჩაზე, უნივერსიტეტის კუთხიდან, შანიძის აღმართზე ღვარსადენის მილების გამოცვლა; ცენტრალური მოედნიდან ყოფილი სასტუმრო „ქუთაისის“ კუთხემდე ღვარსადენის მოწყობა; დეპოს ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; ბალანჩივაძის ქუჩის II შესახვევში ღვარსადენის მოწყობა; მე-4 ბაგა – ბაღთან ღვარსადენის მოწყობა; დ.კაკაბაძის სახლ – მუზეუმთან და ირგვლივ მდებარე ბინებში ღვარსადენის მოწყობა.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი