დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.116.016142 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურის დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელი‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №24 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 04/04/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.116.016119) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლში ამოღებულ იქნეს ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (შემდგომ – რწმუნებული) სანოტარო აქტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,ნოტარიატის შესახებ” და ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით."; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (შემდგომ – რწმუნებული) იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც არ არის სანოტარო ბიურო ასრულებს ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებებს. 2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (შემდგომ რწმუნებული) სანოტარო მოქმედებას ასრულებს და შესაბამის სანოტარო აქტს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის №2359 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” და 2000 წლის 25 ივლისის №158 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ.”; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 33–34-ე მუხლებში ამოღებულ იქნეს აღნიშნული დადგენილებები ,,მუნიციპალიტეტის სამსახურებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის შესახებ‘‘ და ,,მუნიციპალიტეტის სამსახურებში საჯარო სახსრების მიღება-გამოყენების დოკუმენტირების შესახებ.‘‘. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები