დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.135.016069 |
4
31/05/2013
ვებგვერდი, 06/06/2013
010250020.35.135.016069
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი დანართი შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
1.
. წინამდებარე წესი განსაზღვრავს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. |
2.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. |
| მუხლი 2 |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: |
ა)
სტაჟირება – შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება; |
ბ)
სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში; |
გ)
კანდიდატი – პირი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარადგენს განაცხადს სტაჟირების გავლის შესახებ; |
დ)
უშუალო ხელმძღვანელი – შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. |
| მუხლი 3 |
1.
სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, შესაბამისი სპეციალობის მიხედვით. |
2.
კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: |
ა)
იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; |
ბ)
სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; |
გ)
ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. |
| მუხლი 4 |
1.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: |
ა)
განცხადება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; |
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
გ)
დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; |
დ)
ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე); |
ე)
ორი ფოტოსურათი (3X4). |
2.
განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თავმჯდომარის მოადგილესთან, აპარატის უფროსთან. |
3.
კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. |
4.
სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. |
5.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორთა რაოდენობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე აპარატის უფროსის წარდგინებით. |
6.
სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 11 სთ-დან 17 სთ-მდე. |
თავი II
სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები |
| მუხლი 5 |
სტაჟიორს უფლება აქვს: |
1.
გაეცნოს სტაჟირებისთვის საჭირო დოკუმენტაციას და სხვა მასალებს, ისარგებლოს სათანადო სამეცნიერო და ანალიტიკური ინფორმაციით. |
2.
დაესწროს საკრებულოს საჯარო სხდომებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში. |
| მუხლი 6 |
სტაჟიორი ვალდებულია: |
1.
გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებს და განსაზღვრავს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები. |
2.
გაეცნოს საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხის მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. |
3.
უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები. |
4.
გაეცნოს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას ,,შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“. |
თავი III
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვალდებულება სტაჟიორის მიმართ |
| მუხლი 7 |
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. |
| მუხლი 8 |
სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: |
ა)
პირადად გაუწიოს ზედამხედველობა სტაჟიორის საქმიანობას; |
ბ)
პერიოდულად მიაწოდოს სტაჟიორს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; |
გ)
ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. |
თავი IV
სტაჟირების სხვა პირობები, სტაჟირების დასრულება და სერტიფიკატის გაცემა |
| მუხლი 9 |
სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: |
ა)
სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა; |
ბ)
დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; |
გ)
პირადი განცხადება; |
დ)
სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება); |
ე)
სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე; |
ვ)
სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას. |
| მუხლი 10 |
1.
სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. |
2.
სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად. |
3.
სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები