,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7-23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 31/05/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020010.36.101.016164
7-23
31/05/2013
ვებგვერდი, 04/06/2013
210020010.36.101.016164
,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
 

ქალაქ თბილისის საკრებულო

გადაწყვეტილება №7-23

2013 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1
,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში (სსმ, 14.03.2011,  210.020.100.36.101.016.032) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
 
1.  151 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ოფისის ფუნქციონირებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად გამოიყოფა 5000 ლარი. აღნიშნული თანხიდან ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის  წარდგინებით ახორციელებს:
ა) ოფისის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ – ტექნიკური და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საოფისე ფართობის დაქირავებას და გამქირავებლისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურებას;
გ) მაჟორიტარი საკრებულოს  წევრის თანაშემწესთან (თანაშემწეებთან) და სხვა მომსახურე პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ანაზღაურების გაცემას;
დ) მაჟორიტარი საკრებულოს  წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციულ–ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას.”.
 
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული 5000 ლარი ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს შორის გადანაწილდეს შემდეგნაირად: 3000 ლარი შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო დარჩენილი 2000 ლარი  ყველა სხვა დანარჩენ ხარჯზე. აღნიშნული 2000 ლარის აუთვისებლობის შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოთხოვნის საფუძველზე დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგ თვეებში”. 
 
2.  151 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: 
„31. საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში,  ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში დამატებით ერთჯერადად გამოეყოფა 3000 ლარი ოფისის მოსაწყობად. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის წარდგინებით, გამოყოფილი თანხის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ნივთების შეძენას.”. 
 
მუხლი 2
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი