„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის N771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040110000.22.033.016544
171
03/06/2013
ვებგვერდი, 04/06/2013
040110000.22.033.016544
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის N771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №171

2013 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის N771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის  N771 ბრძანებით (სსმ III, 11.10.2010, №130, მუხლი 1897) დამტკიცებული „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების“(დანართი №1):

       1. 132 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხის გადახდიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ ინტერნეტაუქციონის შემთხვევაში არ სარგებლობს „ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით).

      2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს გაფრთხილებას (მატერიალური ან ელექტრონული სახით), რომელშიც მიეთითება ქონების გატანის დამატებითი ვადა, არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა და პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით.“.

      2. მე-18 მუხლის:

      )  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,1. ქონება უნდა განადგურდეს, თუ მისი რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/დასკვნის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

        ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

        „11. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ფარმაცევტული პროდუქტი  ექვემდებარება განადგურებას  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

        12. აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება განადგურებას  კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
 ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებამდე  გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებული პირების მიმართ,  აუქციონის მეშვეობით შეძენილი ქონების მიღებასთან დაკავშირებით, ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადგენილი ვადები.

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური