დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7-21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 31/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330060000.36.101.016163 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: |
| მუხლი 1 |
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებით (სსმ, 29.12.2010, №70, სარეგისტრაციო კოდი: 330.060.000.36.101.016.013) დამტკიცებულ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა)მე–2 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ო) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებისას: ო.ა) 100 000 ლარის ჩათვლით ღირებულების სამუშაოს შემთხვევაში – 15%–ს; ო.ბ) 100 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოს შემთხვევაში, პირველი 100 000 ლარის 15%–ს დამატებული 100 000 ლარზე ზემოთ ღირებულების 10%; ო.გ) ამ პუნქტის ,,ო.ა“ და ,,ო.ბ“ ქვეპუნქტებისა და 21 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრე წარმოადგენს სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებულ 70 000 ან 70 000–ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრს, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილს 100%–ით დაფარავს ქ. თბილისის მერია. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილის განსასაზღვრად ამხანაგობის მიერ გაწეული ხარჯი თანაბრად ნაწილდება ყველა მესაკუთრეზე.“. ბ) მე–2 მუხლის მე–3 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მ) საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენის შემთხვევაში – 25%;“. გ) მე–2 მუხლის მე–3 პუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ“ და ,,რ“ ქვეპუნქტები: ,,ჟ) ე.წ. ,,თბილისურ ეზოებში“ საერთო სარგებლობის აივნების აღდგენის შემთხვევაში – 25%; რ) ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის შემთხვევაში – 50%. ამასთან, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანამონაწილეობის წილი არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს“. დ) 21 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) არქიტექტურულ–სამშენებლო პროექტის მომზადება – 15%; ბ) არქიტექტურულ –სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა – 15%.“. |
| მუხლი 2 |
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები