დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №27/35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9/16 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 30/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016165 |
|
„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №27/35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ასევე ევროპის კომისიის წარმომადგენლობით, ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის (DCI-GENRE/2012/301-178) დაფინანსებით და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №434 განკარგულების „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №27/35 დადგენილებაში (ვებგვერდი, 04/01/2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.111.016148). კერძოდ: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსავლები 15883,6 ათ. ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის გრანტები 6320,1 ათ. ლარის ოდენობით.
|
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯები 12994,8 ათ. ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4478,8 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის არაფინანსური აქტივების ზრდა 6038,8 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1560,0 ათ. ლარის ოდენობით.
|
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1590,0 ათ. ლარის ოდენობით. |
9.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები), სხვადასხვა ქუჩების რეაბილიტაციას, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების, სახურავების კაპ.შეკეთებას და მიმდინარე რემონტს, ფასადების შეფუთვისა და მანსარდების მოწყობის სამუშაოებს, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელის და სატუმბი სადგურების ელ. ენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, დასუფთავების ღონისძიებებს, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენას და მოვლა-პატრონობას, სანიაღვრე არხების და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციას, „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობას, გადატანას, აღმართვას, გამწვანების სამუშაოებს, ეკონომიკურ საქმიანობას (მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება) და სხვა. |
10.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს 2.4; 2.5 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
2.4 ააიპ „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეგიონალური საკომუნიკაციო ოფისი“ (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროცესებში აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობის სამოქმედო გეგმის შემუშავება, კოორდინაცია და მისი შესრულების მონიტორინგი, მეწარმეების (მათ შორის ქალი მეწარმეების) კონსულტაცია და სწავლება; მეწარმეთა ინტერესების დაცვა, მათი კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ადეკვატური საკანონმდებლო ბაზის შექმნისათვის წინადადებების მომზადება; საწარმოებს, მათ გაერთიანებებს, ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის პარტნიორობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ წინადადებების შემუშავება; მეწარმეობის, მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შექმნისა და განვითარების სტიმულირება; მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის საერთაშორისო გამოცდილებისა და დახმარების მოზიდვა, კოორდინაცია და საჯაროობა; მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისა და მათი მონიტორინგის მიზნით სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო და სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობა; არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვასთან საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ინვესტორებთან თანამშრომლობა; ქალაქში საინვესტიციო გარემოს კვლევის საფუძველზე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება; მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებისა და მათი განმახორციელებელი ორგანიზაციების, საწარმოთა პოტენციალის, ბაზრების, სამეწარმეო, საინვესტიციო გარემოს შესახებ ონფორმაციული ბანკის შექმნის ხელშეწყობა; მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა; თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს, მერიის ინფორმაციულ–ანალიტიკური მომსახურება. 2.5 თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ააიპ „ქალაქის–ფოთის ცენტრალური პარკი“ (პროგრამული კოდი 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ინტელექტუალური, კულტურული და სპორტული დონის ამაღლება მოსახლეობაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მომზადება და ჩატარება, პარტნიორული ურთიერთობის დამყარება ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებთან, გამწვანების ღონისძიებების განხორციელება. |
11.
მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) აღნიშნული წარმოადგენს პრიორიტეტს საქართველოს სახელმწიფოს არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ვინაიდან სახელმწიფოს განვითარება კულტურული, რელიგიური და ახალგაზრდული სულისკვეთებისა და სპორტული მიღწევების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერა (კომუნალური დანახარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება). |
12.
მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის 4.1.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.1.1 სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ძირითადი არსია ქალაქში სპორტის შემდგომი განვითარება, ქალაქის ნაკრები გუნდების მზადება და მონაწილეობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, პირველობები, სააერთაშორისო ტურნირები), სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება, სპორტის შემდგომი პოპულარიზაცია და სპორტის პროპაგანდისათვის ხელშეწყობა, „სპორტი ყველასათვის“ პროექტების რეალიზაცია, ქალაქის ნაკრები გუნდების წევრებისათვის მაღალი დონის სასწავლო და საწვრთნელი პირობების შექმნა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და ანტიდოპინგური ღონისძიებების განხორციელება, სპორტული ობიექტებით, სპორტული ფორმითა და ინვენტარით უზრუნველყოფა, სპორტსმენთა ტრანსპორტით მომსახურება, მათი სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება, სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარება, ადგილობრივი ტურნირების და პირველობების ორგანიზება, სპორტის შემდგომი პოპულარიზაცია, მაღალი კლასის სპორტული რეზერვების მომზადება და ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. |
13.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის 4.1.3; 4.1.4; 4.1.5 ქვეპუნქტები. |
14.
მე-17 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს 4.1.2.1; 4.1.3; 4.1.4 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.1.2.1 სხვა გაუთვალისწინებელი სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02 01) აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება თავის თავში გულისხმობს საბიუჯეტო წლის დასაწყისში დაუგეგმავ და აუცილებლად განსახორციელებელ სპორტულ ღონისძიებებს, რომელთა მოთხოვნის და შესაბამისი კომპეტენტური დასკვნების საფუძველზე დაფინანსებულ იქნეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 4.1.3 შპს „საფეხბურთო კლუბი – კოლხეთი 1913“ (პროგრამული კოდი 05 01 03) ქალაქ ფოთში არსებობს ერთი პროფესიონალური კლუბი ფეხბურთში „კოლხეთი-1913“. ეს არის ერთ-ერთი სპორტის წამყვანი სახეობა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობას ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის, ასევე ქალაქის შემდგომი პოპულარიზაციისათვის. ფეხბურთის განვითარება და ხელშეწყობა სპორტის ამ მეტად პოპულარულ სახეობაში წარმოადგენს საერთოდ სპორტის პოპულარიზაციის ძირითად კვანძს. 4.1.4 სპორტული დარბაზის მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 04) ქალაქ ფოთში თანამედროვე ტიპის სპორტული დარბაზი დღემდე არ არსებობს, ამიტომ სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები ტარდება ძველ, ნახევრად ამორტიზირებულ დარბაზებში, რაც მიუღებელია ქალაქის მოსახლეობისთვის. დღეისათვის, ქალაქში შენდება თანამედროვე სპორტული დარბაზი 2000 მაყურებელზე, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ქალაქის სპორტსმენებისა და ახალგაზრდობის მოთხოვნებს. ამ შენობაში მოეწყობა მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. შენობაში გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზი, სატრენაჟორო დარბაზი, ტრიბუნებს ქვევით: გასახდელები, საშხაპეები, ექიმებისა და მწვრთნელების ოთახები. ასევე იფუნქციონირებს სავაჭრო ობიექტები, კაფე-ბარები და სხვა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ჩოგბურთის კორტების და ღია მოედნების მოწყობა. სპორტული დარბაზისათვის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მწირი დაფინანსება სიმბოლურია და იგი ატარებს აღნიშნული პროექტის გაგრძელების აუცილებლობის აღმნიშვნელ ხასიათს. |
15.
მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის 4.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მოსახლეობის კულტურული მიმართულებით გააქტიურებისათვის საჭიროა კულტურული და პატრიოტული ღონისძიებების დაფინანსება, თეატრის მშენებლობა, რელიგიური და სხვა სახის საქმიანობის ხელშეწყობა. |
16.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის 4.2.1.1; 4.2.1.2; 4.2.1.3; 4.2.1.4; 4.2.1.5; 4.2.2; 4.2.3; 4.2.4; 4.2.5; 4.2.6 ქვეპუნქტები. |
17.
მე–17 მუხლის მე–4 პუნქტს დაემატოს 4.2.1; 4.2.2; 4.2.3; 4.2.4; 4.2.5; 4.2.6; 4.2.6.1; 4.2.7; 4.2.8; 4.3 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.2.1 ააიპ „საგამოფენო დარბაზი“ (პროგრამული კოდი 05 02 01) საგამოფენო დარბაზის პროგრამის არსია ქართული მრავალსაუკუნოვანი ეროვნული კულტურისა და უძველესი ტრადიციების ფართო პროპაგანდა, ქალაქში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განვითარება, მოსახლეობის ესთეტიკური აღზრდა, ნიჭიერ შემოქმედთათვის სათანადო პირობების შექმნა და მათი მაქსიმალური გამოვლენა, გამოფენების, გამოფენა-გაყიდვების, კონკურსების, პერსონალური გამოფენების და შემოქმედებითი შეხვედრების ორგანიზება და მოწყობა. 4.2.2 ააიპ „არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი“ (პროგრამული კოდი 05 02 02) სასწავლებელში სწავლების ხანგძლივობა 12 წელია, რომელიც იყოფა სამ საფეხურად: დაწყებითი I-IV კლასის ჩათვლით, საბაზო-საორიენტაციო VII-VIII-IX კლასის ჩათვლით, საშუალო საფეხური X-XI-XII კლასის ჩათვლით. სასწავლებელი მოიცავს შემდეგ დარგებს: საფორტეპიანო, საესტრადო, თეატრალური, კლასიკური ბალეტი, ხალხური საკრავები, საგუნდო-სარეჟისორო, ვოკალური, სავიოლონო და თანამედროვე ცეკვები. სასწავლებლის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა. სასწავლებელი ნაწილობრივ ფასიანია და იგი განისაზღვრება სკოლის შიდა ნორმატივით. სახელოვნებო სასწავლებელი მოამზადებს კადრებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნულ სასწავლებელში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც მოემსახურება 349 ბავშვის აღზრდას. 4.2.3 ააიპ „ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლა“ (პროგრამული კოდი 05 02 03) სამხატვრო სკოლაში სწავლების ხანგძლივობაა 4 წელი. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება და ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების შესწავლა. კონკურსებში, ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა და წარმოჩენა. აღნიშნულ სკოლაში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგები, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 100-ს. 4.2.4 ააიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი“ (პროგრამული კოდი 05 02 04) სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში სწავლების ხანგძლივობა 3 წელია. პროგრამის მიზანია სამხატვრო და ნატიფი ხელოვნების პროფესიების სწავლება და წვლილის შეტანა ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაში ხალხური რეწვის სწავლის გზით. საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად, მოსახლეობისათვის პროფესიული განათლების მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა. სასწავლებელი ფასიანია და იგი განისაზღვრება სკოლისშიდა ნორმატივით. აღნიშნულ სასწავლებელში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგები, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 55-ს. 4.2.5 ააიპ „საბიბლიოთეკო გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის ძირითადი არსია მკითხველთა სურვილების დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის. შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მოსახლეობის მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ისე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკაშორისო აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთაცვლის საშუალებით. მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურეობა საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით. სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური დახმარება. კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა. 4.2.6 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 06) სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებით მოხდება ნიჭიერ შემოქმედთა, შემსრულებელთა გამოვლენა და მათი შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა, დაჯილდოება, მხატვრულ-შემოქმედებითი კოლექტივების, ანსამბლების, ჯგუფების, სტუდიების, მოყვარულთა გაერთიანებების, ბავშვთა თეატრების, წარმოჩინება და განვითარება. მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლება, საკუთარი ინდივიდუალურობის, ნიჭისა და ხელოვნებითი შემოქმედების გამოვლენა, სკოლისგარეშე დროის საინტერესოდ ორგანიზება. თემატური ინფორმაციების მოძიება-დამუშავება, სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარება, სკოლისგარეშე შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაცია, ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა, შემოქმედ ბავშვთა წარმოჩენა. 4.2.6.1 სხვა გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 06 01) აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება თავის თავში გულისხმობს საბიუჯეტო წლის დასაწყისში დაუგეგმავ და აუცილებლად განსახორციელებელ კულტურულ ღონისძიებებს, რომელთა მოთხოვნის და შესაბამისი კომპეტენტური დასკვნების საფუძველზე დაფინანსებულ იქნეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 4.2.7 სსიპ ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 07) თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ თეატრალური ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, აგრეთვე სხვა ტიპის წარმოდგენებისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელება, თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა-დაოსტატება, მათთვის კლასიკური და თანამედროვე თეატრალური ნამუშევრების გაცნობა. შემოქმედებითი ახალგაზრდული ძალების რეალიზაცია, ეროვნული და მსოფლიო თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, თეატრალური ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა. 4.2.8 ააიპ „თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ფოლკლორის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 05 02 09) პროგრამა ემსახურება ქართული ხალხური ფოლკლორის პროპაგანდას. ფოლკლორული დოკუმენტების მოძიებას და აღრიცხვას, საარქივო ფონდების, მასალების შეგროვება–შენახვას, დაცვას, დამუშავებას და გამოყენებას, პოპულარიზაციას, ხალხური შემოქმედების ყველა ჟანრის განვითარებას, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და სწავლებას, ნიჭიერ შემოქმედთა, შემსრულებელთა გამოვლენას და მათი შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობას. მხატვრულ-შემოქმედებითი კოლექტივების, ანსამბლების, ჯგუფების, სტუდიების, მოყვარულთა გაერთიანებების, მოყვარულთა თეატრების, ბავშვთა თეატრების, საერთო შემეცნებითი და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას. ფოკლორის ცენტრში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 120-ს. აქედან 56 ბავშვი ირიცხება ფასიან ჯგუფში და ღირებულება განისაზღვრება ორგანიზაციის შიდა ნორმატივით. 4.3 თეატრის მშენებლობა (გარდამავალი ობიექტი) (პროგრამული კოდი 05 03) ქალაქ ფოთში დრამატული თეატრი განთავსებული იყო ყოფილი ტაძრის შენობაში და წლების განმავლობაში განიცდიდა მაყურებელთა ადგილების სივიწროვეს, სულ იყო 250 ადგილი. დღეისათვის, ქალაქში შენდება თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტით ახალი დრამატული თეატრი 650 ადგილზე, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ქალაქის მაცხოვრებელთა მოთხოვნებს. ასევე შესაძლებელი იქნება ამ შენობაში სხვა ქალაქებიდან საგასტროლოდ ჩამოსული დასების მიღება. შენობაში იფუნქციონირებს კაფე-ბარი, საგასტროლო დასისთვის სასტუმრო და სხვა ობიექტები, რომლებიც მოემსახურება მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს. თეატრის რეკონსტრუქციის პროექტის ექსპერტიზის სამუშაოები. |
18.
მე-17 მუხლის მე–4 პუნქტს დაემატოს 4.4 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარი) (პროგრამული კოდი 05 04) უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძრის მინათების და გარე განათების ხარჯების უზრუნველყოფა. |
19.
მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის 5.2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5.2.2 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამით ქალაქ ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გაიცემა ვაუჩერი, რომლის ღირებულება შეადგენს 50 ლარს. პროგრამით ისარგებლებს დაახლოებით 2600 ადამიანი. პროგრამის მართვა: მედიკამენტის ვაუჩერის მისაღებად მოქალაქე განცხადებით მიმართვას შესაბამის ტერიტორიული მართვის ორგანოს, რომელიც თავის მხრივ გასცემს შესაბამის დასკვნას. მედიკამენტები განმცხადებელზე გაიცემა პროგრამაში მონაწილე აფთიაქიდან. პროგრამის მომსახურე აფთიაქიდან ანგარიშის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება თვითმმართველი ქალაქის–ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და დევნილთა სამსახურში მოხდება ყოველთვიურად, სადაც შემოწმდება ანგარიშები და მიეცემა ვიზა დაფინანსებისათვის. აღნიშნული პროგრამით დახმარება შესაძლებელია განმცხადებელს გაეწიოს წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. |
20.
მე-17 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს 5.3.3.5 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5.3.3.5 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე (პროგრამული კოდი 06 03 03 06) აღნიშნული პროგრამა გულისხმობს მეორე მსოფლიო იმის მონაწილეთათვის კომუნალური შეღავათების გაცემას თვეში 20 ლარიანი პაკეტის ოდენობით წყალზე და ელექტროენერგიაზე. პროგრამის მართვა: ვაუჩერის მისაღებად მოქალაქე განცხადებით მიმართავს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიას, რომელზეც შესაბამისი კომისიური წესით გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის–ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის მეშვეობით. პროგრამის მომსახურე იურიდიული პირებიდან ანგარიში წარედგინება და ინფორმაცია მიეწოდება თვითმმართველი ქალაქის–ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და დევნილთა სამსახურს ყოველთვიურად, სადაც შემოწმდება ანგარიშები და მიეცემა ვიზა დაფინანსებისათვის ბენეფიციართა სიის ყოველთვიური განახლებადობის პრინციპებიდან გამომდინარე. |
21.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის 5.3.7 და 5.3.8 ქვეპუნქტები. |
22.
მე–17 მუხლის მე–5 პუნქტს დაემატოს 5.4; 5.5 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5.4 მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04) ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მკვიდრ, ასევე ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ დევნილთა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც ზრდიან 3, 4 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (16 წლამდე) ბოლო შვილზე მიზანშეწონილია დაენიშნოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება:
ქვეპროგრამის ბენეფიციარია დაახლოებით 300-მდე ოჯახი. მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიაში განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით. პროგრამის მართვა: თანხა ბენეფიციარს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე (ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით) შესაბამისი კომისიის დასკვნის და თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. 5.5სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარებების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 05) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო დღეებში შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარების მატერიალურ წახალისებას:
თანხა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. თანხები გამოიყოფა შესაბამისი კომისიის დასკვნის და თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. |
23.
მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 18. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2013 წლის 31 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები