დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59-უ.ს.რ.ს |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 30/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016032 |
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge 190040000.30.056.016026, 31/12/12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
I-IV თავები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„თავი I აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი 1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
თავი II აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 124253.2 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 117000.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები 1847.7 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 5405.5 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
თავი III აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 109364.9 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 19379.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 27379.1 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 8000.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 136744.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
თავი IV აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო -4490.7 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 7062.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 7062.9 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 2572.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებათა კლება 2572.2 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-12 მუხლის:
ა) 2.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.4 უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 1138) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაფინანსდება შესრულებული სამუშოების საბიუჯეტო გადასახდელები, კერძოდ, კი შესრულებულ სამუშაოებზე დღგ-ის გადახდა; პროექტის მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სოფლების წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და გაფართოება „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გაუმჯობესება და გაფართოების“ პროექტის განხორციელებისათვის სანიტარული ნაგავსაყრელის ადგილმონაცვლეობის გამო საკონსულტაციო კომპანია SWECO International AB-ს მიერ ტექნიკური პროექტებისა და მშენებლობის ზედამხედველობისათვის საჭირო სამუშაოების დაფინანსება; პროექტის მიზანია მყარი ნარჩენების მართვა აჭარის მთელს ტერიტორიაზე, რაც ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. კერძოდ, პირველ ეტაპზე, აქცენტი გადატანილი იქნება, ქალაქ ბათუმზე, მის ახლომდებარე კურორტ ქობულეთსა და სანაპირო ზონაზე და ხელვაჩაურის ავტომაგისტრალის გასწვრივ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეორე ეტაპზე, მოხდება მყარი ნარჩენების მართვის მოწინავე მეთოდების დანერგვა აჭარის სოფლებში; აგრარული სექტორის ხელშეწყობის თანადაფინანსება, პროექტი ითვალისწინებს აგრარული სექტორის მხარდაჭერას - საკონსულტაციო, სატრენინგო, სადემონსტრაციო და სხვა მომსახურების უზრუნველყოფას.“; ბ) 2.7 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.8 და 2.9 ქვეპუნქტები: „2.8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავება (პროგრამული კოდი 1045) ქ. ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება; დასახლებათა სივრცითი ტერიტორიის მართვა; ქალაქგანვითარების რეგულირების, მიწათსარგებლობის პარამეტრების განსაზღვრა; 2.9 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის ზრდა (პროგრამული კოდი 1132) მყარი ნარჩენების მართვის პროექტის განსახორციელებლად შპს „ჰიგიენა 2009“-ის საწესდებო კაპიტალის ზრდა;“; გ) 4.1 და 4.2 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა (პროგრამული კოდი 10321) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგიის გარემოს დაცვის ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ეკოლოგიური მდგომარეობისა და წყლის ხარისხზე მიმდინარე მონიტორინგის გაძლიერება. მონიტორინგის შედეგების ანალიზი. სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფა. ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისა და ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. სახიფათო ნარჩენებით დაბინძურების კერების გამოვლენა და მათი სრული ლიკვიდაცია; აჭარის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება; აჭარის ზღვის სანაპიროსა და მდინარეების ნაპირების გამაგრება, მათი ეკოლოგიური შედეგების ანალიზი და რისკების მინიმიზაცია; სტიქიურ-გეოლოგიურ მოვლენებზე მონიტორინგის გაძლიერება. პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. გეოლოგიის სამსახურის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება; საერთაშორისო პროექტში „გლობალური ცვლილებების ზემოქმედების შემსუბუქებისა და ადაპტაციის შავი ზღვის ერთობლივი რეგიონალური კვლევითი ცენტრის დაფუძნება“ თანამონაწილეობა; 4.2. სატყეო სექტორის განვითარება (პროგრამული კოდი 10322) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობაში არსებული სატყეო მეურნეობის მდგრადი მართვა. სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“ მიზნად ისახავს რეგიონში დანერგოს მდგრადი ტყითსარგებლობა. ამისათვის უკვე მიმდინარეობს და მომავალშიც იგეგმება ხე-ტყის მოპოვების პროცედურის გამარტივება, სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფების გამოყოფა და ტყის ფიზიკური დაცვის ღონისძიებების გამკაცრება. ასევე მნიშვნელოვანია ტყეების სანიტარიულ-ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება; აჭარის ტყეებში ფართოდ არის გავრცელებული ტყის მავნებელი მწერები, რომლებიც ანადგურებენ ტყეების საკმაოდ მოზრდილ მასივებს. ამ მხრივ საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, კერძოდ: მავნებლების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლა (ტყეებში მწერდამჭერი ფერომონების განთავსება, დაავადებული ხე-ტყის გამოტანა და სხვა.) ტყეკაფების ათვისებისა და უნებართვო ჭრების შემცირებისათვის აუცილებელია სატყეო-სამეურნეო გზების ქსელის ოპტიმალური გაფართოება; სატყეო სექტორის ეფექტური საქმიანობის წარმართვისათვის სპეციალური (მძიმე ტექნიკის) ტექნიკის შეძენა, აგრეთვე სატყეო სექტორში გზების გაყვანისათვის. დიდი მნიშვნელობა აქვს ტყეების აღდგენა–განახლების პროცესს, რომელიც ორი მიმართულებით წარიმართება: 1. ტყეების ბუნებრივი განახლება შემოღობვისა და აჩიჩქვნის მეთოდით; 2. ჭრაგავლილი თუ სხვა სახით დაზიანებული კორომების ხელოვნური განაშენიანება. განაშენიანების პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის საჭიროა სანერგე მეურნეობების მოწყობა. ტყეების მონიტორინგისა და სატყეო სფეროს განვითარებისათვის მიზანშეწონილია სამეცნიერო–ექსპერიმენტული საქმიანობის მხარდაჭერა;“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ხორციელდება მთელი რიგი სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლითაც დაცულია ადამიანების უფლება ამ სფეროში. მიუხედავად ამისა მოსახლეობის გარკვეული ფენებისათვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იმყოფებიან სიღარიბის ზღვარზე ან/და სიღარიბის ზღვართან ახლოს, ხელმიუწვდომელი რჩება ფასიანი სამედიცინო მომსახურება, ისინი მოკლებულნი არიან საშუალებას მიიღონ დროული, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. უსახსრობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ დიდი დაგვიანებით, დაავადებების გართულებული ფორმებით, რომელთა მკურნალობა უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შედეგად იზრდება მკურალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები, დაავადების გართულებების ალბათობა, მცირდება მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი, იზრდება შესაძლებლობების შეზღუდვის რისკი, ლეტალობა. პრიორიტეტის ფარგლებში შესაბამისი პროგრამებით ხორციელდება სოციალურად დაუცველ ფენებზე და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, დაავადებათა პრევენცია და კონტროლი, გარკვეული კატეგორიებისათვის სოციალური დახმარებების გაცემა, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ზოგიერთი სამედიცინო პერსონალის მატერიალური სტიმულირება, პროფესიული სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა; ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა.“; ე) 5.6 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.7 ქვეპუნქტი: „5.7 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოციალური სახლების მშენებლობა და ამ კუთხით არსებული შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 1044) ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მრავალბინიანი სახლების მშენებლობა ხულოს მუნიციპალიტეტში და ასევე ქ. ბათუმში თამარის დასახლებაში ეკომიგრანტებისათვის განკუთვნილი ორი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადებისა და სადარბაზოების მოპირკეთებითი სამუშაოებისა და კომუნალური ქსელების მონტაჟის დასრულება, ქედის მუნიციპალიტეტში ყოფილი საავადმყოფოს შენობისათვის წყალანირების (სეპტიკის) მოწყობა-მიერთება.“. ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტია განათლების მაღალი დონის მიღწევა. სამინისტრო გააგრძელებს განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში დაწყებულ ღონისძიებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების სათანადო კადრებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის და მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვის გზით. მაღალხარისხიანი განათლების გარეშე შეუძლებელია ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. პრიორიტეტის ფარგლებში სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი პროგრამების განხორციელებას, რათა ზოგადი განათლების სისტემა მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ღირსეული კონკურენტები იყვნენ დასაქმების მსოფლიო ბაზარზე; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების შეთავაზებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა შრომის ბაზრის მაღალკვალიფიციური ადგილობრივი მუშახელით უზრუნველყოფისათვის, რაც თავის მხრივ, დიდ გავლენას მოახდენს უმუშევრობის დონეზე; პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფის უზრუნველყოფას; საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების განხორციელებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან; საზოგადოების თითოეულ წევრთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად განათლების ხარისხზე ზრუნვას, მის მუდმივ გაუმჯობესებას და აჭარაში საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ამაღლებას; საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ხელშეწყობას; განხორციელდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია-მშენებლობა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა, საჯარო სკოლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლებით უზრუნველყოფა, საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განვითარება, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება, სასკოლო კლუბების ხელშეწყობა, უცხო ენებისა და კომპიუტერული სწავლების უფასო კურსები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინგლისური ენისა და ფიზიკა - მათემატიკის გაძლიერებული სწავლება, ინკლუზიური სწავლება, ყველა ბავშვს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა, ტურიზმის განათლების განვითარება, სტუდენტთა დაფინანსების მიზნობრივი პროგრამა, ახალგაზრდების პროფესიული სტაჟირება ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრ-ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებებში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საქმიანობის მხარდაჭერა;“; ზ) 8.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.3 ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 1063) განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა და საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია; სკოლა-პანსიონების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა; საჯარო სკოლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა; სასკოლო კლუბების ხელშეწყობა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინგლისური ენისა და ფიზიკა - მათემატიკის გაძლიერებული სწავლება; საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განვითარება; ინკლუზიური სწავლებისა და პანსიონური მომსახურების დაფინანსება; ტურიზმის განათლების განვითარება; საზღვარგარეთ სტაჟირების ხელშეწყობა; უწყვეტი განათლების ხელშეწყობა;“; თ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად აუცილებელია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მისი მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. სამინისტრო ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნების დარგის განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც თანმიმდევრულად დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტებით, ფესტივალებით, გამოფენებით, და სემინარებით ხელს შეუწყობს ქვეყანაში სახვითი, გამოყენებითი და მულტიმედიური ხელოვნების განვითარებას; დღეისათვის რეგიონში მხოლოდ ერთი კინოთეატრი ფუნქციონირებს, რაც უარყოფითად აისახება კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. უდავოა კინოხელოვნების როლი თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში. კინო არის თანამედროვე გამოწვევებისა და პრობლემების მოსახლეობამდე მიტანის/გაცნობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. კინოხელოვნების განვითარება ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდას; რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მომავალი თაობებისათვის მისი სრულყოფილი სახით გადასაცემად აუცილებელია ძეგლთა რეაბილიტაცია და კონსერვაცია. მათ შორის პრიორიტეტებია ხიხანისა და გონიოს ციხეები, საკულტო ნაგებობები და თაღოვანი ხიდები. უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის აუცილებლობა განპირობებულია ამ ობიექტების კულტურული ფასეულობებებიდან გამომდინარე და მიზანშეწონილია აღნიშნული საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება, რომელიც შემდგომში გაგრძელდება და მომავალ თაობებს შეუნარჩუნებს იმ ფასეულ ღირებულებებს, რაც დღეს გაგვაჩნია კულტურული მემკვიდრეობის სახით. მოსაწესრიგებელია არსებული მუზეუმების მატერიალურ-ტექნიკური ბაზები. სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა; ტელე-რადიო პროდუქციის შექმნა, ტელერადიომაუწყებლობის შემდგომი სრულყოფა და განვითარება; საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა;“; ი) 9.1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
|
3. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VI აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 139316.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ტელევიზიის საინფორმაციო-სამაუწყებლო ღონისძიებები განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიო-მაუწყებლობის დეპარტამენტის, ტელე-რადიო სამაუწყებლო საქმიანობა 1824.3 ათასი ლარის ოდენობით, ღონისძიებათა ჩამონათვალს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“. |
5.
მე-18-21-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სარეზერვო ფონდი განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 1613.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მუხლი 19. სესხებისა და ვალდებულებების მომსახურება განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურებისა და ვალდებულებების, აგრეთვე შ.პ.ს „სისთემ ინშაათის“ მიმართ არსებული დავალიანების საბიუჯეტო ასიგნება 2944.6 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მუხლი 20. საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსება განისაზღვროს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯები 1549.2 ათასი ლარის ოდენობით, აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მუხლი 21. გრანტები განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება 22353.5 ათასი ლარის ოდენობით, თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან ანგარიშსწორებას, მათზე გადასაცემი გრანტის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“. |
|
6. 23-ე-26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროს ღონისძიებები განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროს ღონისძიებები 1233.8 ათასი ლარის ოდენობით. ღონისძიებათა ჩამონათვალსა და კალენდარულ გეგმას ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. მუხლი 24. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობა განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს ხელშეწყობის პროგრამა 680.4 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 25. სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ პროგრამა განისაზღვროს სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ პროგრამა 505.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 26. საზოგადოებრივი ჯანდაცვა განისაზღვროს სსიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა 259.9 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მტკიცდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
7.
30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. ასიგნებების გადანაწილება ნება დაერთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ჩაქვი, 30 მაისი 2013 წ. N59-უ.ს.რ.ს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები