„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.057.016126
9
30/05/2013
ვებგვერდი, 03/06/2013
040090000.32.057.016126
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №9

2013 წლის 30 მაისი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის  შესახებ“ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №62 დადგენილებაში (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხ. 2515) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 და მე-20 მუხლების შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული დებულება “აჭარის ავტო­ნომიური რესპუბ­ლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტო­ნომიური რესპუბ­ლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ“;

დ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის ავტო­ნომიური რესპუბ­ლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს.“.

ე) დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყის საფასურს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში - ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი).“;

ვ) დებულების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ ქონებას სარგებლო­ბაში გადასცემს საჯარო სამართლის /არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მან ეს საკითხი აგრეთვე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს/დამფუძნებელს.“;

ზ) დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი საჯარო აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს გაზეთში „24 საათი“.

2. ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;

ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;

გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;

დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების სარგებლობის საწყის საფასურს;

ე) საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის 3 თვის თანხას, ხოლო 6 თვეზე ნაკლები ვადით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – სარგებლობის საწყისი თანხის 30%-ს. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადას.

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს (ადგილი, დრო და სხვა);

ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ბიჯის სიდიდეს;

ი) სარგებლობაში გადაცემის ვადას;

კ) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.“;

თ) დებულების მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა“;

ი) დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 1 წელზე მეტი ვადით გადაცემული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე