დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016123 |
|
,,პროფესიული თეატრების შესახებ’’ საქართველოს კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: |
1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №61 დადგენილებაში (გაზეთი ,,აჭარა“, №130 (22.392), 13.06.05., გვ.6-11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება: |
ა)
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ“; |
ბ)
დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დებულების შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.“; |
გ)
დადგენილების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ (გ. თავამაიშვილი) უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცება; ბ) ,,პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“; |
დ)
დადგენილების მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (დ. ბალაძე) უზრუნველყოს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის (კოდი - 106494) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფინანსება.“. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები