ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016114
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
26/06/2013
ვებგვერდი, 01/07/2013
010250020.35.107.016114
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/07/2013 - 02/02/2015)

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2013 წლის 26 ივნისი

დ. ჩხოროწყუ

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და 121 მუხლების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ნიმუში თანდართული დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკორნელი წურწუმია



დანართი №1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში - ინსტრუქცია) აწესრიგებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება- მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი /შემდგომში – მოსაკრებელი/ წარმოადგენს ჩხოროწყუს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდა
მოსაკრებლის გადამხდელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც მომსახურებას უწევს ა(ა)იპ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“.

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის ოჯახის სულთა რაოდენობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირისათვის დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან /და ნარჩენების სახეების მიხედვით. აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის/მომსახურების/მომხმარებელთა რაოდენობის, მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციები.
3. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, /შემდგომში - მესაკუთრე/ რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ ორგანიზაცია დაწესებულებასა და იურიდიულ პირებზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
6. მესაკუთრე ფიზიკური პირი /გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა/, რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
7. ნარჩენის წარმომქმნელი ოჯახის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
9. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით;
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებისას.
4. მოსაკრებლის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია სოციალურად დაუცველი ოჯახები, მრავალშვილიანები, ინვალიდები და ომის ვეტერანები.

მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით;
2. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ მუნიციპალურ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.


დანართი №2

______________ (ადმინისტრაციული ერთეული)
 
ქვითარი N ______  ___________________________
                                        (თარიღი)   
 
აბონენტის ნომერი ___________________________
 
აბონენტი ___________________________________
                                   (დასახელება)                               
 
მისამართი __________________________________
 
მიმდინარე თვე _____________________________
 
ტარიფი ____________________________________
 
დავალიანება _______________________________
 
გადასახდელი თანხა სულ ___________________
 
გადახდილი თანხა __________________________
 
ფულის მიღებაზე პ/მგებელი პირი ____________
                                                                      (სახელი, გვარი)
ხელის მოწერა: ხელის მოწერა:
 
გადამხდელი _______________________________
                                    (გვარი, სახელი)
 
                            ხელის მოწერა:     
 
 
თანხის ჩარიცხვის ანგარიში:
სს „ლიბერთი ბანკის“ ჩხოროწყუს ფილიალი
ბ/კ LBღთGE22,          ს/კ 242268791           
ა/ნ GE36LB0120165024153000
______________ (ადმინისტრაციული ერთეული)
 
ქვითარი N ______  ___________________________
                                        (თარიღი)   
 
აბონენტის ნომერი ___________________________
 
აბონენტი ___________________________________
                                   (დასახელება)                               
 
მისამართი __________________________________
 
მიმდინარე თვე _____________________________
 
ტარიფი ____________________________________
 
დავალიანება _______________________________
 
გადასახდელი თანხა სულ ___________________
 
გადახდილი თანხა __________________________
 
ფულის მიღებაზე პ/მგებელი პირი ____________
                                                                     (სახელი, გვარი)
ხელის მოწერა: ხელის მოწერა:
 
გადამხდელი _______________________________
                                    (გვარი, სახელი)
 
                            ხელის მოწერა:     
 
 
თანხის ჩარიცხვის ანგარიში:
სს „ლიბერთი ბანკის“ ჩხოროწყუს ფილიალი
ბ/კ LBღთGE22,          ს/კ 242268791           
ა/ნ GE36LB0120165024153000

 


დანართი №3

ინდივიდუალური მეწარმის, ორგანიზაციის, დაწესებულების, იურიდიული პირების დასახელება

ზომის ერთეული

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში /ლარებში/

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები

საერთო ფართობი მ2

0,03

2

ოფისები, სააგენტოები,  ბანკები, საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები.

საერთო ფართობი მ2

0,25

3

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,10

4

პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სკოლები, ინტერნატები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები /საგანმანათლებლო დაწესებულებები/

ერთ მოსწავლეზე

0,03

5

სასტუმროები

მომსახურების ერთეული /ერთი საწოლი/

1,5

6

საავადმყოფოები

1მ3

25

7

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი

1მ3

25

8

სტომატოლოგიური კაბინეტები

1მ2

0.30

9

სტადიონები, სპორტული დაწესებულებები, ღია ტერიტორიები

ღია ფართობის 1მ2

0,03

10

სამრეწველო საქონლის მაღაზიები, სასურსათო საქონლის მაღაზია

სამუშაო ფართის 1მ2

0,30

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები

სამუშაო ფართის 1მ2

0,30

12

სამშენებლო მასალების საამქრო

სამუშაო ფართის 1მ2

0,10

13

აგრარული ბაზრები და შერეული საქონლის ბაზრობები

1მ3

25

14

ბენზინგასამართი სადგურები

1მ2

0,20

15

აბანოები, საუნები

1მ2

0,10

16

სილამაზის სალონები

1მ2

0,10

17

სარიტუალო დარბაზები, რესტორნები, კაფეები, სასადილოები და ბარები

1მ3

25

18

საცხობები და საკონდიტროები

1მ2

0,10

19

ტოტალიზატორები და სათამაშო კლუბები

1მ2

0,60

20

ავტოსადგომები და საავტომობილო სადგური

1მ2

0,12

21

ღია ტიპის დასვენების და გასართობი ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

1მ2

0,005

22

ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო

1მ2

0,30

23

მშენებარე ობიექტები

ფართის 1მ2-ზე

0,10

24

საბითუმო საწყობები, მაცივარი, ბაზა

1მ2

0,20