დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.025.016107 |
|
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N#77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N#77 ბრძანებით დამტკიცებულ “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ, III, 31.08.2006 წ., N117, მუხლი 1581) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. 141 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,91. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველსაყოფად პრიორიტეტულობა და უპირატესობა განისაზღვრება შემდეგი კლებადი თანმიმდევრობით: ა) ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი; ბ) განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე და საქართველოში 2010 წლის შემდეგ აშენებული ისეთი ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის და კომერციული გამოყენების დაწყების დღიდან არ გასულა 10 წელი, თუ ასეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის გაფორმებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების დარეზერვებაზე; გ) საქართველოს სხვა ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ან საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ექსპორტი (ტრანზიტი, რეექსპორტი), რაც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.”. 2. 141 მუხლის 94 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „94. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული გამტარუნარიანობა რომელიმე საანგარიშო პერიოდისთვის არ აღმოჩნდება საკმარისი ამ მუხლის 91 პუნქტის რომელიმე ერთი ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის (“ბ” ან “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტულობის ჯგუფის) ყველა პრეტენდენტის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის არსებული არასაკმარისი გამტარუნარიანობა ნაწილდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის 91 პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის რიგითობის დაცვით ჩატარებული სპეციალური აუქციონის შედეგების მიხედვით.”. 3. წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381-ი მუხლი: „მუხლი 381. საპროექტო კომპანიის მიერ 2013 წლის 1 მაისამდე დადებული ხელშეკრულებების წინარე რეგისტრაციის წესი საპროექტო კომპანიის მიერ 2013 წლის 1 მაისამდე დადებული ხელშეკრულება (პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე, პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე, ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე), ასევე ამ წესების 141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების დარეზერვებაზე წინარე რეგისტრაციისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს შეიძლება წარედგინოს 2013 წლის 1 ნოემბრამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროექტო კომპანიის მიერ დადებული შესაბამისი ხელშეკრულების წინარე რეგისტრაციის მიზნებისთვის გამოიყენება ამ წესების 101 მუხლის მე-2-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები