დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.163.016129 |
|
„თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 9463,7 ათ. ლარით.“. 2. დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს 8942,9 ათ. ლარით.“. 3. დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „2.1.2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.2. შემოსავლები „გრანტები“-დან განისაზღვროს 6354,4 ათ.ლარით;“. 4. დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „2.1.3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.3. შემოსავლები „სხვა შემოსავლები“-დან განისაზღვროს 968,5 ათ.ლარით;“. 5. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვროს 9463,7 ათ. ლარით.“. 6. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2. „ მუნიციპალიტეტის გამგეობას“ ხარჯი განისაზღვროს 1958,8 ათ.ლარით;“. 7. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.9. „გარე-განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ – ს ხარჯი განისაზღვროს 540,0 ათ.ლარით;“. 8. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.10. „სოფლად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის“ ხარჯი განისაზღვროს 398,5 ათ.ლარით;“. 9. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.16“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.16. „ ბაგა-ბაღების გაერთიანებას“ს ხარჯი განისაზღვროს 617,0 ათ.ლარით;“. 10. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.17“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.17. „ ააიპ №1 ბ/ბაღი“ – ს ხარჯი განისაზღვროს 80,4 ათ.ლარით;“. 11. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.18“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.18. „ ააიპ №3 ბ/ბაღი“ – ს ხარჯი განისაზღვროს 75,7 ათ.ლარით;“. 12. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.19“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.19. „ ააიპ №5 ბ/ბაღი“ – ს ხარჯი განისაზღვროს 80,2 ათ.ლარით;“. 13. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.20“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.20. „ ააიპ №8 ბ/ბაღი“ – ს ხარჯი განისაზღვროს 70,4 ათ.ლარით;“. 14. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.21“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.21. „ ააიპ №5 ს/ბაღის“ს ხარჯი განისაზღვროს 59,9 ათ.ლარით;“. 15. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.23“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.23. „ ააიპ სასპორტო გაერთიანებას“ ს ხარჯი განისაზღვროს 289,2 ათ.ლარით;“. 16. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.25“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.25. „ააიპ ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის“ ხარჯი განისაზღვროს 103,0 ათ.ლარით;“. 17. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.26“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.26. „ ააიპ №1 სამუსიკო სკოლა“ – ს ხარჯი განისაზღვროს 62,5 ათ.ლარით;“. 18. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.27“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.27. „ ააიპ №2 სამუსიკო სკოლა“ – ს ხარჯი განისაზღვროს 64,0 ათ.ლარით;“. 19. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.33“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.33. „ კულტურის სახლები“ – ს ხარჯი განისაზღვროს 216.5 ათ.ლარით;“. 20. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.50“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.50. „ საფეხბურთო სკოლა კახეთის“ ს ხარჯი განისაზღვროს 67,2 ათ.ლარით;“. 21. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს „3.52“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: 3.52. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების“ ხარჯი განისაზღვროს 899,09 ათ.ლარით;“. 22. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილების დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ა) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად; გ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად; დ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით განისაზღვროს დანართი №4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
|
დანართი №2
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები
|
|
დანართი №3
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების
ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
დანართი №4
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები