დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 192 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 29/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016144 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1–ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილების დანართში /სსმ matsne@justice.gov.ge 8.01.2013. 190020020.35.123.016130/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
დადგენილების დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
დადგენილების დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 3. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 53619,3 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
დადგენილების დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 4. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის გადასახადები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
დადგენილების დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 5. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის გრანტები 41006,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
დადგენილების დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 6. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 8413,3 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
7.
დადგენილების დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 7. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები 42197,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
8.
დადგენილების დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 8. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 16606.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 21193.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 4587,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
9.
დადგენილების დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 9. ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
10.
დადგენილების დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 10. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება ა. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (– 5184,1) ათასი ლარის ოდენობით. ბ. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (– 5936.1) ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 5936.1 ათასი ლარის ოდენობით. გ. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (– 752,0) ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 752,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
11.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,პ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ. კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) „დ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური; ქალაქ ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური. „დ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 11140,1 ათასი ლარი. „დ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარეგანათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის ექსპლუატაცია. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და პროფილაქტიკურ – სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. მაწანწალა ცხოველებისა და ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დასაცავად განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. „დ.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსები; განათებული ქალაქი; მოსახლეობის გაუმჯობესებული სანიტარული პირობები. „დ.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: საცხოვრებელი კორპუსებისა და მათი ეზოების მდგომარეობა; ქუჩების განათების პროცენტული მაჩვენებელი; ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხო გადაადგილება დღე–ღამის ნებისმიერ დროს; საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლებული ქალაქი; ქალაქის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის მაჩვენებელი. „პ. მცირე ბიზნესის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03 06) „პ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახური. „პ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 136,2 ათასი ლარი. „პ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ქალაქში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება; მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება და დახმარება, ქალაქის გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებისა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა. ქალაქ ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა. ქალაქის სტრატეგიული განვითარების პროგრამა იქნება საშუალოვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის განვითარების პოლიტიკის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს და იქნება შემადგენელი იმ პირობების, რომლებიც უზრუნველყოფს ქალაქის განვითარებას. ,,პ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ,,პ.დ.ა. უცხოური ინვესტიციების, ბიზნესის ხელშეწყობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხარჯები:
,,პ.დ.ბ. ქალაქ ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმისათვის საჭირო ხარჯები:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
12.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,თ“, ,,ი“, ,,ს“, ,,ჩ“ და ,,ც“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) „ა.ა. პროგრამის ბიუჯეტი: 4490,0 ათასი ლარი „ა.ბ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. „ა.გ. მოსალოდნელი შედეგი: სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და მოზარდები; მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი; ქალაქის ნაკრები გუნდების შევსება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენებით; გარდაცვლილი გამოჩენილი ქუთაისელი მწვრთნელების სახელების უკვდავყოფა; ცნობილი ქუთაისელი სპორტსმენებისა და მწვრთნელების პატივგება; ქალაქში სპორტის განვითარება. „ა.დ. შეფასების ინდიკატორები: სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულთა და პრიზიორთა რაოდენობა; სპორტულ ჯგუფებში ჩაბმულ ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა; ქალაქის სპორტული მიღწევების მაჩვენებელი; სპორტსმენებისა და მწვრთნელების კვალიფიკაციის დონე. „თ. სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 06) „თ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 655,0 ათასი ლარი „თ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ქალაქში სპორტის განვითარება და სპორტსმენების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარება უზრუნველყოფს პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენას, ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდას სპორტში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და გარდაცვლილი გამოჩენილი ქუთაისელი მწვრთნელების სახელების უკვდავყოფას. „თ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
„ი. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) „ი.ა. პროგრამის ბიუჯეტი: 6681,9 ათასი ლარი „ი.ბ. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქალაქის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. „ი.გ. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოების პოზიტიური განწყობისა და ესთეტიკური დონის ამაღლება, უნიკალური და უძველესი ქართული კულტურის ფასეულობების მომავალი თაობებისათვის გადაცემა, კულტურული მემკვიდრეობების შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის; ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა თეატრალური, სამხატვრო და სამუსიკო დარგების მიმართ, ინტელექტუალური დონის ამაღლება. „ი.დ. შეფასების ინდიკატორები: მუსიკალური ფესტივალების, სპექტაკლებისა და გამოფენების რაოდენობის ზრდა; საზოგადოების ინტერესის, ღონისძიებებზე დამსწრეთა, მათ შორის ტურისტების დასწრების მაჩვენებლები; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ექსპერტთა დასკვნები და შეფასებები. „ს. ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 09) „ს.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 816,0 ათასი ლარი „ს.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეატრის ადმინისტრაციული და სადადგმო ხარჯების დაფინანსება; ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა; განათებისა და გახმოვანების აპარატურის განახლება. მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა; თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა, მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა; ქართული თეატრალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. „ჩ. საინფორმაციო უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 04) „ჩ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 52,0 ათასი ლარი „ჩ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მეტი გამჭირვალობისათვის, საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირების მიზნით დაფინანსდება საინფორმაციო უზრუნველყოფის ხარჯები. „ჩ.გ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
„ც. ქუთაის გაენათის ეპარქია (პროგრამული კოდი 05 05) „ც.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 165,0 ათასი ლარი „ც.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია–მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
|
13.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) „ა.ა. პროგრამის განმახორციელებელი: თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური. „ა.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 797,0 ათასი ლარი. „ა.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება, გარკვეული კატეგორიის პირების სამედიცინო დაზღვევა. „ა.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების ხელმისაწვდომობა. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება. „ა.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: იმუნიზირებული მოსახლეობის რაოდენობა; საშიში ინფექციური დაავადებით ავადობის მაჩვენებლის შემცირება; მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა; პროგრამებით დაფინანსებულ მოქალაქეთა გამოკითხვით მიღებული მაჩვენებელი; დაზღვევულ პირთა კმაყოფილება. „გ. მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 02) „გ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური. „გ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 235,0 ათასი ლარი. „გ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ინკურაბელური, ქრონიკული, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება. დახმარების მიღება მოხდება მედიკამენტის ვაუჩერის გამოყენებით. დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა. საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამხმარე დოკუმენტი (ფორმა 100 სამედიცინო დაწესებულებიდან და/ან სხვა), სამსახურის მოთხოვნით. დახმარების მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 ლარის მედიკამენტებით. ლიმიტსზემოთ დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე. ანალოგიურად განიხილება ყველა სხვა შემთხვევაში დახმარების საკითხი. დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) პირები. „გ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამის ქვემდებარე კონტიგენტის დადგენა, დახმარების მიზანშეწონილობისა და მოცულობის განსაზღვრა, მედიკამენტის ვაუჩერის დამზადება, გაცემა, სააფთიაქო დაწესებულების შერჩევა, მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების მიწოდება, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. „გ.ე. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
„ზ. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) „ზ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური. „ზ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 70,0 ათასი ლარი. „ზ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ემსახურება საქართველოს კანონებით: „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებას. განიხილება ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანისა და ლტოლვილის დასაფლავების ხარჯების გაწევაში დახმარების საკითხი. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს: ვეტერანისა და ლტოლვილის დამადასტურებელი მოწმობა; გარდაცვალების ცნობა; დასაფლავების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ცნობა; დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობა. საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებისათვის სავალდებულოა შესაბამისი მომართვა პოლიციის განყოფილებიდან. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებისათვის, რომლის დაკრძალვას ოჯახი ვერ უზრუნველყოფს, სავალდებულოა წარმოდგენილი იქნეს: გარდაცვალების მოწმობა; გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; შუამდგომლობა ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. „ზ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: გარდაცვლილი ვეტერანისა და ლტოლვილის დასაფლავების ხარჯების გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 300 ლარის ოდენობით. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება და ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება, რომლის დაკრძალვას ოჯახი, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ: სასახლის (ყუთის) დამზადება, სამარის გაჭრა–ამოვსება, კატაფალკით მომსახურება, საფლავის საიდენტიფიკაციო კოორდინატის დადგენა, საფლავზე საიდენტიფიკაციო ფირფიტის დაყენება.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
14.
დანართის 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 25. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები