შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017296
131
28/05/2013
ვებგვერდი, 28/05/2013
010220020.10.003.017296
შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2013 წლის 28 მაისი

   ქ. თბილისი

 

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლებისა და საქ­მი­ანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუ­ხ­ლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „შეზღუ­დუ­ლად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექ­სპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესა­ხებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №100 დადგენილების მე-2 მუხლის სა­ფუძველზე შეიქმნას შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორ­ტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართ­ლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კო­მისია (შემ­დ­გომში ‑ კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ალვერდ ჩანქსელიანი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარ­ჩე­ნებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;

ჯემალ კოლაშვილი   - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის­ტ­როს სპეციალური და საგანგებო ღო­ნის­ძიებების ცენტრის საგანგებო სიტუა­ცი­ების მართვის დეპარტამენტის სამო­ქა­ლაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი;

ვასილ ბახტურიძე   - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის­ტროს ცენტრალური კრიმინალური პო­ლი­ციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

მარინა ღვინეფაძე  - საქართველოს სოფლის მეურნეობის სა­მი­ნისტროს საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის ‑ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვისა და აგრო­ქიმიური საშუალებების სამმართველოს უფროსი;

ლალი დავითაია   - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ‑ სამედიცინო საქმიანობის სახელმ­წიფო რეგულირების სააგენტოს ნარკო­ტი­კების ლეგალური ბრუნვის სამმართ­ველოს უფროსი;

მარინა ლაცაბიძე  - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯა­ნ­მრთელობის დაცვის დეპარტამენ­ტის სპეციალისტი;

გიორგი კობეშავიძე - სსიპ ‑ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 

ელიზბარ დარჩიაშვილი -  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­დი განვითარების სამინისტროს სსიპ ‑ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სა­კ­ვალიფიკაციო ცენტრის უფროსი.

მუხლი 2
კომისიამ საქართველოს მთავრობას ოთხი თვის ვადაში წა­რუდგინოს შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმ­პორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის  საკითხთან და­კა­ვ­ში­რებით მისაღები სამართლებრივი აქტის პროექტები.
მუხლი 3
დამტკიცდეს შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრან­ს­პორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სა­მართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშო­რისი კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



                                                                                                                                                                                               დანართი
შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის  სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი  უწყებათაშორისი კომისიის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორ­ტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის  სამართლებრივი რეგუ­ლი­რების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომ­ში - კომისია) იქმნება შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორ­ტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის რეგუ­ლირების საკითხებთან დაკავშირებული  სამართლებრივი აქტების  გან­საზღვრულ დროში შემუშავების მიზნით.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კო­ნს­ტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორ­ტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხების მოწესრი­გების მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმ­პორ­ტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხების მოწეს­რიგების მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფების და მათი სამუშაო განრიგისა და შესრულების ვადების  განსაზღვრა;

გ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება კანონ­მდე­ბ­ლობის დადგენილი წესით, გადასინჯვის მიზნით.

 

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორ­ტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის რეგულირების სამართ­ლებრივი საკითხების შემუშავების პროცესში შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვოს ყველა საჭირო ინ­ფორმაცია და დო­კუმენტაცია;

ბ) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულ­­ყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის  მიზნით მოაწყოს სამუშაო შე­ხ­ვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;

გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შე­იმ­უშ­ა­ოს დასკვნები, წინადადებები, რეკომენდაციები და წარადგინოს განსა­ხი­ლველად საქ­არ­თვ­ელოს შესაბამის უწყებებში;

დ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდო­მა­ზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინ­ტე­რ­ე­სებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექს­პ­ერ­ტები და სხვა პირები.

მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე

კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

მუხლი 5. კომისიის სხდომის ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდ­ო­მ­არის გადაწყვეტილებით ან ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფ­უძ­ველ­ზე.

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მი­სი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად - კომისიის ერთ-ერ­თი წევრი.

3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ეს­წ­რ­ება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბ­რა­ლო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამ­წყ­ვ­ე­ტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 

მუხლი  6. დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.