დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.10.003.017295 |
|
| მუხლი 1 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების (შემდგომში – სტუდენტები) სწავლის ღირებულების დაფინანსების მიზნით:
1. დააფინანსოს იმ სტუდენტთა სწავლის ღირებულება, რომლებიც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისათვის სწავლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებით, აგრეთვე დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სწავლის ღირებულება დაფინანსდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების (პროგრამული კოდი 32 04 04) ფარგლებში, მათი ჩარიცხვის მომენტისათვის მოქმედი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები