დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის #13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016107 |
|
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge სსმ, №12,16.08.2010წ.010.250.020.35.115.000.271) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს გამარტივებული შესყიდვების პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი.“. 2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-14 მუხლის 82 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ლენტეხის თემში (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ლექსურა, ბაბილი, გულიდა, კახურა, მაცხვარლამეზური, მელურა, ყარიში). 6. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება შეიძლება ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების მომზადებასა და რეგისტრაციას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები