დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.169.016118 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და 204-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №15 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
|
| მუხლი 1 |
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 (ერთი) პროცენტი, ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე– 2- ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე –1,5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს–3-ჯერ. |
| მუხლი 2 |
1.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე–2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1(ერთი) პროცენტი. |
2.
სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი განისაზღვროს, ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტი. |
| მუხლი 3 |
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის–საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტი; ბ) 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის–საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი; |
| მუხლი 4 |
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე განისაზღვროს:
ა) სათიბებზე–20 (ოცი) ლარი; ბ) საძოვრებზე–7 (შვიდი) ლარი; გ) სახნავი- 87 (ოთხმოცდაშვიდი) ლარი; |
| მუხლი 5 |
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებულ ტყის მიწებზე ქონების გადასხადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით. |
| მუხლი 6 |
ამ დადგენილების მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს
ა) ქ.დედოფლისწყაროში–0,3; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა –0,15; |
| მუხლი 7 |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული
ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე–0,24 ლარი) წელიწადში შეადგენს ა) ქ.დედოფლისწყაროში–0,072 ლარს; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა –0,036 ლარს; |
| მუხლი 8 |
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 3 ლარით. |
| მუხლი 9 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40000 ლარს; ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები