,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/05/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.169.016117
10
23/05/2013
ვებგვერდი, 29/05/2013
270070000.35.169.016117
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2013 წლის 23 მაისი

ქ. დედოფლისწყარო

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების   მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში  შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ დანართი 1-ის  მე-2 თავის  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“

2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ დანართი 1-ის  მე-3 თავის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობები ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) პირადობის მოწმობა;

გ) დედის დაბადების მოწმობა (მარტოხელა დედის შემთხვევაში);

დ) ბავშვის დაბადების მოწმობა ან ბავშვების დაბადების მოწმობები (ტყუპების დაბადების შემთხვევაში).“

3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ დანართი 1-ის მე-3 თავის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი არ აღემატება 25 წელს, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 400 (ოთხასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე.“

4. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ დანართი 1-ის  მე-3 თავის მე-10 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი:

„51. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის  ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი 25 წლის ზევითაა, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი