დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390010000.22.023.016160 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 390010000.22.023.016150) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულებაში (შემდგომში - დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით“. |
2.
დებულების №1 დანართით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - სატყეო სამსახურების ტიპური დებულების: |
ა)
მე-2 მუხლის „გ“, ,,დ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შიდა ქართლის სატყეო სამსახურის - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ხაშური, ბორჯომის ქ.№18;. დ) მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. მცხეთა, მუხრანის ქ.№17ა; ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58.“; |
ბ)
მე-5 მუხლის: |
ბ.ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებული ტერიტორია დადგენილი წესით იყოფა სატყეო უბნებად. სატყეო უბანს ხელმძღვანელობს სატყეო უბნის უფროსი. სატყეო უბნის უფროსის დაქვემდებარებაში არიან ტყის მცველები.“; |
ბ.ბ)
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული ტყის მცველების საქმიანობას, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ბ) თვალყურს ადევნებს ტყის მცველების სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;“ დ) წარუდგენს სატყეო სამსახურის უფროსს წინადადებებს ტყის მცველების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“; |
ბ.გ)
მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სატყეო სამსახურში სააგენტოს საშტატო ნუსხით ასევე განისაზღვრება შესაბამისი რაოდენობის იურისტი, ანალიტიკოსი და საქმისმწარმოებელი. 5. იურისტის კომპეტენციაა: ა) სატყეო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისა და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება; გ) შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე, სააგენტოს ან სატყეო სამსახურის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში; დ) გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი სარჩელის პროექტების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 6. მეტყევის კომპეტენციაა: ა) მერქნული და ტყის სხვა რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; ბ) ტყის მართვის გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება; გ) საჭიროების შემთხვევაში სპეციალური გამოკვლევის განხორციელება; დ) ტყეკაფის მონიშვნის განხორციელება; ე) ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ზ) სატყეო სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება; თ) სატყეო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის, ,,უფროსი მეტყევის” სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 7. ანალიტიკოსის კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, საინფორმაციო ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანა და შესაბამისი დოკუმენტების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ატვირთვა; ბ) შესაბამისი წინადადებების მომზადება ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მოდულების შემუშავებისა და/ან მოქმედ სისტემაში ცვლილებების შეტანის სრულყოფისათვის; გ) სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში გარე მომხმარებლების მიერ ასახულ მონაცემებში უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირების ინფორმირების უზრუნველყოფა; დ) სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სატყეო სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით გადამუშავებული სახით მიწოდების უზრუნველყოფა; ე) სატყეო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება; ვ) დადგენილი წესით ხე-ტყით წარმოშობის დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გაცემის აღრიცხვა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 8. საქმისმწარმოებლის კომპეტენციაა: ა) სატყეო სამსახურში შემოსული კორესპონდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება; ბ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამსახურის საქმისწარმოებისათვის; გ) სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა დავალებების შემსრულებლებისათვის დროული გადაცემის უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 9. ტყის მცველის კომპეტენციაა: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა. სატყეო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე, ადმინისტრაციული დაკავების განხორციელება, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე, სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების, ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა; გ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე კონტროლი, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება შესაბამისი ორგანოებისათვის; დ) ტყის ფონდის ტერიტორაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის, ,,უფროსი მეტყევისა” და სატყეო უბნის უფროსის სხვა დავალებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; |
ბ.დ)
მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ტყის მცველის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები