დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016180 |
|
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016121) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) ტერიტორიული ორგანო ოჟიოს თემში – სოფელი ალავერდი, სოფელი კოღოთო, სოფელი ოჟიო; ლ) ტერიტორიული ორგანო ზემო ხოდაშნის თემში – სოფელი აწყური, სოფელი ახალდაბა, სოფელი ზემო ხოდაშენი, სოფელი ჩაბინაანი, სოფელი ჩარექაული, სოფელი ხველიანდრო, სოფელი ხორხელი;“. |
2.
მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.მ“ და ,,ა.ნ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.მ) მუნიციპალურ მართვაში არსებული საწარმოების კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, მათ შორის ამ ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს; ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შექმნის, მათი წესდებების დამტკიცების, წესდებებში ცვლილების შეტანის, რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;“. |
| მუხლი 2 |
1.
ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები