დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016129 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში (სსმ, 02/04/2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016089) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს: |
ბ.ა)
მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს „ლ“ ქვეპუნქტი;
„ლ) შიდა აუდიტის სამსახური;“; |
ბ.ბ)
მე-13 მუხლის პირველ პუნქტს „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) შიდა აუდიტის სამსახური – გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, ამასთან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შექმნილი იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალურ ფასეულობათა ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, მათი ფუნქციონირების ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;“; |
გ)
დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„2. გამგეობაში მომზადებული საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორის, გამგეობის იურისტისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, ვიზირებული უნდა იქნეს გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის ფუნქციებსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ სფეროს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები