საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016278
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/123
22/05/2013
ვებგვერდი, 27/05/2013
010320000.22.024.016278
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/05/2013 - 16/04/2014)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1/1-123

2013 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

 „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014  განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება (უპირატესობა ენიჭება იურიდიულ განათლებას);
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების  სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

მუხლი 2. შიდა კონტროლის სამმართველო
1. შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება ეკონომიკური ან საფინანსო სპეცილობით;
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014  განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. შიდა კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება განათლებას ეკონომიკური/საფინანსო/ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით);
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014  განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

მუხლი 3. ინსპექტირების სამმართველო
1. ინსპექტირების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება იურიდიულ განათლებას);
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართვლოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014  განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.