დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | № 1-1/124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.024.016276 |
№ 1-1/124
22/05/2013
ვებგვერდი, 27/05/2013
010320010.22.024.016276
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მდგრადი განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
|
2.
დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. |
3.
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
|
4.
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
|
5.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
|
6.
დეპარტამენტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მწვანე ზრდა, რაც ნიშნავს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას, ამავდროულად, იმის უზრუნველყოფას, რომ ბუნებრივი აქტივები არ შეწყვეტს რესურსებისა და გარემოსდაცვით მომსახურებას, რასაც ემყარება ჩვენი კეთილდღეობა.
|
მუხლი 2.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები |
1.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: |
ა)
ქვეყნის მწვანე ზრდის სტრატეგიის მომზადება და მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება; |
ბ)
მსოფლიო გლობალური გამოწვევების წინაშე ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველმყოფი ღონისძიებების შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა; |
გ)
ქვეყანაში მწვანე ზრდის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ინოვაციური პროექტების შემუშავება და ანალიზი, მათი რეალიზაციის აუცილებლობისა და განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება; |
დ)
ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და რესურსების გამოვლენის ხელშეწყობა მწვანე ეკონომიკური ზრდის მიმართულებით; |
ე)
მწვანე ბიზნესსექტორების შესაძლებლობების წარმოჩენა; |
ვ)
მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, განხილვა, ანალიზი. საინვესტიციო პროექტების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; |
ზ)
ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა; |
თ)
საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მწვანე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; |
ი)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფა; |
კ)
კომპეტენციის ფარგლებში მდგრადი განვითარების საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობა; საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება; |
ლ)
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად კომპეტენციის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან. |
2.
დეპარტამენტი, მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან. |
3.
დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან. |
მუხლი 3.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. |
2.
დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
3.
დეპარტამენტის უფროსი ანაგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე. |
4.
დეპარტამენტის უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; |
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; |
გ)
ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; |
დ)
ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; |
ე)
ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; |
ვ)
წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; |
ზ)
მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; |
თ)
ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. |
5.
დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
6.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
|
7.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას. |
8.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. |
9.
კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს დეპარტამენტის უფროსის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მისი არსებობის შემთხვევაში) /ერთ-ერთი მოსამსახურე.
|
მუხლი 4.
დეპარტამენტის მოსამსახურეები |
1.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
|
3.
დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის წინაშე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები