დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი – თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 192 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 21/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.35.160.016175 |
|
,,თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის №120 დადგენილებაში (სსმ 111115011 21.11.2011, 310150000.35.160.016103) განხორციელდეს ცვლილებები:
ა) დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „3. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის სხვა წევრები. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.“; ა) დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „4. კონკურსის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისაგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს. აპარატის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები